მიმოხილვა: რუსეთის ჯარების წარმატებული შეტევები

© photo: Sputnik / კონსტანტინ მიხალჩევსკი / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2024
გამოწერა
სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში რუსეთის ჯარების დაჯგუფებები ფართო ფრონტით წარმატებით მიიწევენ დასავლეთით, ათავისუფლებენ ახალ დასახლებულ პუნქტებს და ტერიტორიებს. ნატოს მიერ შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მიწოდებას უკრაინელებისათვის მხოლოდ დანაკარგები მოაქვთ და ევროპულ ეკონომიკას საფრთხის წინაშე აყენებს.
რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალები ეფექტიანად ანადგურებენ მოწინააღმდეგეს და მის დემორალიზაციას ახდენენ . უკრაინული არმიის საერთო დანაკარგები, კერძოდ, გასულ დღე-ღამეში შემდეგნაირად გამოიყურება: 1000 კაცი დაღუპული და დაჭრილი, 15 საარტილერიო გაუბიცა, ჯავშანტექნიკის 4 ერთეული, საბრძოლო მასალების 6 სასარგებლო საწყობი, რადიოელექტრონული ბრძოლის 2 სადგური...
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში დამრტყმელმა ავიაციამ, სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ გაანადგურეს უკრაინული გამანადგურებელი МиГ-29 აეროდრომზე „დნეპრი“, მართვის პუნქტი, საჰაერო მიზნების აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგური, გამშვები დანადგარი ЗРК С-300ПС… სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან განადგურებულია: 592 თვითმფრინავი, 279 ვერტმფრენი, 22289 უპილოტო საფრენი აპარატი, 508 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 15816 ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა, 9008 საარტილერიო იარაღი და ნაღმ ფრქვევი...

Leopard 2A6 და სხვა ჩავარდნები

დასავლელი სტრატეგები და პროპაგანდისტები დისკურსს ცვლიან. თუ უწინ მათი ნარატივი იყო, რომ „რუსეთმა ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხი უნდა განიცადოს“, ახლა იგი ასე ჟღერს: „რუსეთი ემზადება ნატოს ქვეყნების დაპყრობისათვის“, რის გამოც „ობივატელები“ დეპრესიაში ჩავარდნენ. ამ დროს, რუსეთში გამოჩნდა თანამედროვე ტანკი Leopard 2A6, რომელიც უკრაინულ ჯარს დასავლელმა „მეგობრებმა“ მიაწოდეს და შემდეგ ბრძოლის ველზე იგი რუსი სამხედროების ხელში აღმოჩნდა. ანალოგიურად, მანამდე სირცხვილი იწვნიეს ნატოს სხვა ტანკებმა და საბრძოლო მანქანებმა. ამ ფონზე, ყველაზე ჭკვიანად ამერიკელები გამოიყურებიან. ისინი პირველივე დანაკარგების შემდეგ აღარ გეგმავენ საკუთარი „აბრამსების“ უკრაინაში გაგზავნას.
ჟურნალი Military Watch სინანულით აღნიშნავს: „უკრაინისათვის გადაცემული ყველაზე ბრძოლისუნარიანი გერმანული ტანკები ბრძოლის ველზე ძალიან მოწყვლადები აღმოჩნდნენ და „სუპერიარაღის“ წოდება არ გაამართლეს“. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ უკრაინისათვის გადაცემული ასამდე „ლეოპარდის“ უდიდესი ნაწილი ბრძოლის ველზე მწყობრიდან გამოსული აღმოჩნდა...
გამოცემა Politico ვერსიით, „რუსეთი აღადგენს თავის სახმელეთო ძალებს და მზად იქნება, ნატოს შეუტიოს“...
ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერი უკვე მზადაა, რისკის ქვეშ დააყენონ თავიანთი ქვეყნები და ხალხი. მაგალითად, ვარშავა მზადაა, საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღი განათავსოს, და ეს საკითხი, პო9ლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკვე ‘პოლონეთ-ამერიკული მოლაპარაკებების ...
დიდი ომი მართლაც აშშ-ს და ნატოს სხვა ქვეყნების კარს მიადგა. თუმცა მას მოსკოვი არ აჩაღებს. მთელ სამყაროს ემუქრება მხოლოდ ვაშინგტონის უგუნურება, ვაშინგტონის, რომელსაც სურს, მუდმივად იარსებოს სხვის ხარჯზე...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0