სალმონელა ქათმის ფილეში: პიცერია TASHIR PIZZA სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა

© photo: Sputnik / Stringerგარე კაფე თბილისში
გარე კაფე თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2024
გამოწერა
აღნიშნული პროდუქტის მომწოდებელ კომპანიას შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით.
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პიცერია TASHIR PIZZA GEORGIA-ში ქათმის მკერდის ფილეში პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოაჩინეს, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლაბორატუროული კვლევის შედეგად სალმონელას ჩხირები გამოვლინდა პიცერიიდან აღებული გაყინული ქათმის მკერდის ფილეში, როლის მომწოდებელიც შპს „სიფუდ გრუპ თელავია".
„სააგენტომ პიცერიას ყველა ფილიალს დაავალა დარჩენილი სურსათის პარტიის აღრიცხვა და აღნიშნული მიმწოდებლისგან სურსათის მიღების დროებით შეზღუდვა, ხოლო „სიფუდ გრუპ თელავს“ აეკრძალა აღნიშნული სურსათის ბაზარზე განთავსება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, „სიფუდ გრუპ თელავს“ დაევალა ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, პარტიებად დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. ასევე უმოკლეს ვადაში იმ ბიზნეს-ოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემა, ვისაც მიაწოდა აღნიშნული სურსათი.
აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიას შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით.
სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა.
დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის.
სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.
ყველა ახალი ამბავი
0