იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

© AP Photo / Cecilia Fabianoიტალიის პოლიცია
იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2024
გამოწერა
ბრალდებული პირები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.
თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. ემპოლიში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ იტალიურ მედიაზე დაყრდნობით.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულთა ბინებიდან პოლიციამ მოპარული ნივთები, მათ შორის ვერცხლისა და ოქროს სამკაულები და ნახატები ამოიღო. ასევე ნაპოვნია გასაღებები და ინსტრუმენტები, რომელსაც შეუძლია გახსნას ნებისმიერი საკეტი.
„დაკავებულია 42 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. მას, სამ თანამემამულესთან ერთად, ასევე მოპარული ნივთების მიღებასა და შეცვლილი გასაღებების, საკეტის საჭრელების დაუსაბუთებლად ფლობას ედავებიან," - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
პოლიციამ ჩხრეკისას ასევე ამოიღო 2023 წლის სექტემბერში, ოსტიაში, ერთ-ერთი სახლიდან მოპარული 9x21 კალიბრის პისტოლეტი.
ბრალდებული პირები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.
ყველა ახალი ამბავი
0