საგარეო სავაჭრო ბრუნვა ისევ მცირდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო?

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2024
გამოწერა
ექსპორტმა 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 9,3%-ით ნაკლებია.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-მარტში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,5%-ით შემცირდა და 4,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 3,4 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2023 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 5,3%-ით ნაკლები.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-მარტში

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

1 326,0

-9,3

იმპორტი

3 373,3

-5,3

სულ

4 699,3

-6,5

ექსპორტმა 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,3%-ით ნაკლებია.
2024 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 2,5%-ით ნაკლებია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-ხუთი 2024 წლიან იანვარ-მარტში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/კლება, %

მსუბუქი ავტომობილები

443,8

7,8

ღვინო

83,6

48,0

ფეროშენადნობები

72,5

-11,4

სპირტიანი სასმელები

56,8

42,8

ლითონის მადნები და კონცენტრატები

39,5

140,7

2024 წლის სამ თვეში ყველაზე მეტად გაიზარდა ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების (თითქმის 140,7%-ით), მედიკამენტების (50,1%-ით) და ნატურალური ყურძნის ღვინის (48%-ით) ექსპორტი.
ამავე დროს, წლის დასაწყისიდან დავარდა მხოლოდ აზოტოვანი სასუქების (39,1%) და ფეროშენადნობების (11,4%) ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან, მედიკამენტები, სატელეფონო აპარატები, სატვირთო ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები და სხვა.
საქართველოში იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული 2024 წლის იანვარ-მარტში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/კლება, %

მსუბუქი ავტომობილები

486,6

-31,3

ნავთობპროდუქტები

289,6

15,1

გაზი

184,1

-18,1

წამლები

152,9

33,2

ტელეფონის აპარატები

78,8

-9,7

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა ბრტყელი ნაგლინის ნახშირბადიანი ფოლადისაგან (96,8%) და სატვირთო ავტომობილების (67,5%) იმპორტი.
წლის დასაწყისიდან შემცირდა მსუბუქი ავტომობილების (31,3%), გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების (20%), ასევე ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების (18,1%) იმპორტი.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წლის იანვარ-მარტში 721,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15,4%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-ხუთეული 2024 წლის იანვარ-მარტში

ქვეყნები

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/კლება, %

თურქეთი

721,7

5,6

რუსეთი

619,2

-7,2

ჩინეთი

330,6

-12,2

აშშ

328,8

-21,9

აზერბაიჯანი

299,0

-21,0

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან ყირგიზეთი, გერმანია, სომხეთი, ყაზახეთი და იტალია.
ყველა ახალი ამბავი
0