რბილია: ლავროვმა „საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეაფასა

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиковსერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2024
გამოწერა
აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ევროკავშირის ბევრ სხვა ქვეყანაში არსებობს კანონები ჯარიმებით და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ ფულს იღებ, ამაზე არ ლაპარაკობ და ამ ფულით რაღაცას არასწორს აკეთებ, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ყველაზე რბილი უწოდა.
კანონპროექტი „საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ გავრცელდება. კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს დასავლელი პარტნიორები ეწინააღმდეგებიან.
„საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა კანონი ყველაზე რბილია. და თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ევროკავშირის ბევრ სხვა ქვეყანაში არსებობს კანონები ჯარიმებით და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ ფულს იღებ, ამაზე არ ლაპარაკობ და ამ ფულით რაღაცას არასწორს აკეთებ“, - განაცხადა ლავროვმა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. მათი მთავარი არგუმენტი - დასავლეთის კრიტიკაა.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველოს მმართველი პარტია, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ არც ერთი ოპონენტი არ ამყარებს თავის პოზიციას კანონპროექტის მავნებლობასთან დაკავშირებით, არამედ შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი ფრაზებით, რომ ეს არის დაბრკოლება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა აუცილებელია რადიკალიზაციის, პოლარიზაციის, აგრესიის, რელიგიური ექსტრემიზმის, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების, არატრადიციული ცხოვრების სტილის პოპულარიზაციისა თუ პარტიების რადიკალური რევოლუციური მიზნების თავიდან ასაცილებლად.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0