„იმედის“ ჟურნალისტთან დაკავშირებული ინციდენტით საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია. 2024 წლის 17 აპრილი
საპროტესტო აქცია. 2024 წლის 17 აპრილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2024
გამოწერა
აქციის მონაწილეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ტელეკომპანიების გადამღებ ჯგუფებს და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ.
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საპროტესტო აქციებზე ტელეკომპანიების - „იმედის“ და „პოსტ ტვ“ - თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სამსახური გამოძიების ფარგლებში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.
აღნიშნული ტელეკომპანიების ჟურნალისტები გახდნენ მომიტინგეთა თავდასხმის ობიექტები აქციაზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ იმართებოდა.
„იმედის" ჟურნალისტებზე თავდასხმა - პოლიტიკოსების შეფასებები >>
აქციის მონაწილეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ტელეკომპანიების გადამღებ ჯგუფებს და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ. გარდა ამისა, საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მწერალმა ლაშა ბუღაძემ, Post TV-ის ჟურნალისტს საპროტესტო აქციის გაშუქება პირდაპირ აუკრძალა.
საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს,17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. ისინი ამ კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ და პარლამენტთან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეები გვიან ღამით დაიშალნენ.
ყველა ახალი ამბავი
0