პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კალანდარიშვილის კანდიდატურა ჩააგდო

© Courtesy of Parliament of Georgiaგიორგი კალანდარიშვილი
გიორგი კალანდარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2024
გამოწერა
განმეორებითი კენჭისყრა მომდევნო სასესიო კვირაში გაიმართება.
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ვერ შეძლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე 5 წლის ვადით ასარჩევად საჭირო 90 ხმის მიღება.
კალანდარიშვილის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც ნიშნავს, რომ მომავალ სასესიო კვირაში პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურის ხელახლა ჩატარება მოუწევს.
„პირველ ჯერზე არჩევისთვის საჭირო არის 90 ხმა, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი 90 ხმას ვერ დააგროვებს, უკვე შემდეგ სესიაზე უბრალო უმრავლესობით არის შესაძლებელი არჩევა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
დეპუტატებმა ასევე ჩააგდეს ცესკოს წევრობის სამი - მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურა.
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ასარჩევად საკმარისი იქნება 76 ხმა.
თავმჯდომარის საკითხი
ამჟამად საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე პირველად 2021 წლის აგვისტოში ექვსი თვის ვადით აირჩიეს. იგი მოგვიანებით, 2022 წლის თებერვალში კვლავ გახდა ცესკოს თავმჯდომარე იგივე (6 თვის) ვადით.
2022 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა კალანდარიშვილის პარლამენტისთვის წარდგენაზე უარი თქვა მიუხედავად იმისა, რომ იგი კანდიდატებს შორის იყო. შედეგად, პარლამენტში პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ არცერთ კანდიდატს არ მიუღია ხმების საკმარისი რაოდენობა, თუნდაც ექვსი თვით თანამდებობაზე ასარჩევად.
მოქმედი კანონმდებლობით, კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება გააგრძელა.
ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მას მმართველი პარტიის ხელდასმული უწოდა. კრიტიკა 2021 წელს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაძლიერდა. ოპოზიციონერებმა ცესკო კენჭისყრის შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს. თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებს საარჩევნო კომისიების მუშაობაში სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0