დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 აპრილი

© Pexels / Johannes Plenioმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 16 აპრილია, სამშაბათი.ს ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
დღეს ვარსკვლავები სიმტკიცესა და ენერგიულობას მოგვანიჭებენ, მაგრამ ამავე დროს, მოგვაკლებენ დიპლომატიურობას. შესაძლებელია კონფლიქტები და ინტერესთა შეჯახებები, თან სრულიად მოულოდნელად, სპონტანურად. მთელი დღე რომ უაზრო კამათში არ დაგვეკარგოს, საჭიროა ასეთი სიტუაციებიდან გაცლა, ორაზროვანი ურთიერთობებისთვის თავის არიდება.
დღეს იღბალი მას ეწვევა, ვინც კონკრეტულად იცის, რა უნდა. ეს წესი იმოქმედებს სიყვარულშიც.
ვერძი: დღეს მოულოდნელად თქვენში ორგანიზატორული უნარები გაიღვიძებს და სიტუაცია ამას ხელს შეუწყობს. შესაძლოა, თათბირის ჩატარება ითხოვოთ, ან დღესასწაულის ორგანიზება. შესაძლოა, სხვა ამოცანების წინაშე დადგეთ, რომლებიც ადამიანების ორგანიზებას უკავშირდება. ნებისმიერ შემთხვევაში ყველა შესაძლებლობა გექნებათ, რომ ამგვარ საქმეებს გაუმკლავდეთ. ეს, რა თქმა უნდა, ბევრ ძალასა და ენერგიას წაგართმევთ, მაგრამ, სამაგიეროდ, სასიამოვნო ბონუსებსაც მოგიტანთ.
მზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2023
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე
კურო: დღეს არის რისკი, რომ მძიმე კონკურენციასა და თქვენი მისამართით წნეხს წააწყდეთ. არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე კოლეგამ თქვენი ჩაჩოჩება მოისურვოს, ან არაკეთილმოსურნეების თავდასხმის მოგერიება მოგიწიოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ვარსკვლავები გირჩევენ, მოიკრიბოთ ძალები, სიმტკიცე და ნებისყოფა და დაკავებული პოზიციები არავის დაუთმოთ. სხვაგვარად ამ პოზიციების უკან დაბრუნება გაგიჭირდებათ.
ტყუპი: დღეს ხელი შეიძლება შედეგის სწრაფად მიღების სურვილმა შეგიშალოთ. საქმე ისაა, რომ აჩქარება პირიქით იმოქმედებს, დაამუხრუჭებს სამუშაოს და ვადებში გადაწევს. დაბრკოლებები გელოდებათ პრაქტიკულად ნებისმიერ ეტაპზე და ნებისმიერ საქმეში. მდგომარეობის გამოსწორება შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შინაგან მოუთმენლობას დაძლევთ. თუ ამას ვერ მოახერხებთ, დაწყებული საქმეების დასრულებას კიდევ დიდხანს მოუნდებით.
კირჩხიბი: დღეს თქვენი ცხოვრების დევიზი გახდება უაპელაციო „მე თვითონ“. არანაირი სურვილი არ გექნებათ, რომ გარშემომყოფებს თუნდაც რამე რჩევა ჰკითხოთ, ამის გამო ბევრი გადაწყვეტილება მოულოდნელი, ხოლო გამონათქვამები – თვითკმაყოფილებით გაჯერებული იქნება. სინამდვილეში, ცხელ გულზე არ მოქმედებთ და თუ რამეს მოჰკიდეთ ხელი, ეს ნიშნავს, რომ მზად ხართ, მასზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ. ამისთვის კი საკმარისია, რომ არავინ შეგიშალოთ ხელი. დანარჩენს თავად გააკეთებთ და კარგ შედეგებსაც მიიღებთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ცხოვრებით ტკბობა შეუძლიათ
ლომი: დღეს თქვენი წარმატების საიდუმლო ადამიანების ორგანიზებისა და მათგან საჭირო შედეგების მიღების უნარში გამოისახება. თვითონ არ გაქვთ განწყობა, რომ სამუშაო „გმირობაზე“ წახვიდეთ, მაგრამ მშვიდად შეგიძლიათ, ეს გმირობა სხვების ხელით გააკეთოთ. ასე რომ, დღეს ორგანიზატორის, კოორდინატორის ან უფროსის როლს შესანიშნავად მოირგებთ. თუნდაც არანაირი განსაკუთრებული უფლებები არ გქონდეთ, შეუმჩნევლად შეგიძლიათ სხვებისთვის საკუთარი საქმეების გადაბარება და ამას, რაც არ უნდა საოცარი იყოს, გაგებით მოეკიდებიან.
ქალწული: დღეს შესაძლოა, ისეთი საქმეები დაგავალონ, რომლებთან გამკლავებაშიც ეჭვი გეპარებათ. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ საკმარისი გამოცდილება არა გაქვთ, ან ცოდნა, ან უნარები. ასეთი ეჭვები საკუთარ ძალებში შეიძლება ცუდად აისახოს შედეგებზე, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, გათავისუფლდეთ ეჭვებისგან და მტკიცედ შეუდგეთ საქმიანობას. და თუ ატყობთ, რომ ამას ვერ ახერხებთ, ჯობს, საქმე სხვას გადააბაროთ ან სამომავლოდ გადადოთ.
სასწორი: დღეს ენთუზიაზმით აღსავსე იქნებით. მართლა მთლიანად გაგიტაცებთ ის, რასაც გააკეთებთ, ამასთან, ეს შეიძლება არცთუ მნიშვნელოვანი საქმე იყოს. მაგრამ საქმის ვითარება რას უკავშირდება – კარგ განწყობას თუ ძალების მოზღვავებას, არავინ იცის. მთავარია, რომ ასეთი განწყობით თქვენი მუშაობა სათანადო შედეგებს გამოიღებს. ამას გარშემომყოფებიც დააფასებენ და დღის განმავლობაში არაერთხელ გკითხვანე რჩევას.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის „აქილევსის ქუსლი“
მორიელი: თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა დღეს ამბიციებია. საკმარისი არაა საქმეებთან უბრალოდ კარგად გამკლავება – გჭირდებათ, რომ ყველაფერი ყველაზე საუკეთესოდ შეასრულოთ და რომ ეს შეამჩნიონ. სწორედ ამიტომ კარიერაში წინსვლისთვის შესანიშნავი დღეა. ნებისმიერ ნაბიჯს ამ მიმართულებით ბუნებრივად და ადვილად გადადგამთ. ამასთან, ირგვლივ მყოფნი საკმაოდ კეთილგანწყობილი იქნებიან და თქვენს წინსვლას ხელს შეუწყობენ.
მშვილდოსანი: დღეს რუტინული საქმეები დაგამძიმებთ. ყოველდღე ერთი და იგივე საქმე უკვე მოსაწყენი ხდება. სევდა რომ არ მოგეძალოთ, ვარსკვლავები გირჩევენ, რამე შეცვალოთ. სულ მცირე, გარდერობის განახლება შეიძლება, თუმცა საუკეთესო იქნება, თუ საქმე ოთხ კედელს მიღმა გამოგიჩნდებათ – ამ დღეს გარემოს შეცვლა და სუფთა ჰაერი ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს.
თხის რქა: დღეს უდრეკი და ქედუხრელი უნდა გახდეთ და თუ საჭირო იქნება, მაგიდაზე მუშტიც უნდა უბრახუნოთ. თუ სიმტკიცეს არ გამოიჩენთ, გარშემომყოფები სწრაფად ჩაგაცურებენ მეორე პლანზე და თქვენს იდეებსა და დამსახურებებს მიითვისებენ. სხვა ვარიანტი, უბრალოდ, არ გაქვთ – ან სათადარიგო სკამზე ჯდომას უნდა შეეგუოთ, ან ყველას აჩვენოთ მტკიცე და ძლიერი ხასიათი და ასე შექმნილ სიტუაციაში „მთავარი როლი“ შეასრულოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2023
ზოდიაქოს სამი ნიშანი - სამი ნამდვილი „ოტელო“
მერწყული: დღევანდელი დღის წარმატება ველოსიპედით სიარულს ჰგავს – რაც უფრო ნელა მიდიხართ, მით მეტია დავარდნის რისკი, და პირიქით. თუ კარგ სიჩქარეს აიღებთ, აღმოჩენთ, რომ საქმეები შესანიშნავად გამოგდით. ასე რომ, სიჩქარის აღება თქვენთვის ამ დღეს ძალზე მნიშვნელოვანია, თუნდაც ამისთვის მთელი ნებისყოფის მოკრება დაგჭირდეთ. და თუ ტემპს ერთხელ აკრეფთ, კიდევ დიდხანს ვერ გაჩერდებით – უამრავი საქმის გაკეთება შეგიძლიათ.
თევზები: დილიდან სამუშაოში თავით გადაშვება მოგიწევთ და ამ მდგომარეობიდან თქვენი გამოყვანა ადვილი არ იქნება. იმდენად კონცენტრირებული იქნებით საქმეებზე, რომ ირგვლივ შქმნილი ვერანაირი ქაოსი ვერ შეგიშლით ხელს. ვარსკვლავები გირჩევენ, კონცენტრაციის ეს უნარი იმ საქმეებზე გამოიყენოთ, რომლებსაც თავიდან ბოლომდე თვითონ წყვეტთ. გუნდური მუშაობა კი დღეს თქვენთვის უკუნაჩვენებია – საკუთარ ფიქრებში ჩაძირულები გარშემომყოფების სიტყვებს, უბრალოდ, ვერ გაიგებთ.
ყველა ახალი ამბავი
0