მძღოლების საყურადღებოდ! გომბორი-თელავის მონაკვეთი ორი კვირით იკეტება

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia გომბორის გზის სარემონტო სამუშაოები
გომბორის გზის სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2024
გამოწერა
მოძრაობის აკრძალვის მიზეზი გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესების მიზეზი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 27-33 კილომეტრ მონაკვეთზე მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
„დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გავლით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, -აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, სარეაბილიტაციო მონაკვეთი 8 მეწყერულ უბანს მოიცავს. პროექტის ფარგლებში გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე არსებულ მეწყერულ უბნებზე მოხდება სადრენაჟე სისტემის მოწყობა და სუსტი გრუნტების გამოცვლა.
„სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო გზის დაჭრა 3-4 მეტრამდე, რაც ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის განვლადობას", - ნათქვამია განცხადებაში.
კახეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33,6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66,7 მლნ ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0