მოსაზრება: ტერაქტი მოსკოვში დასავლეთის მიერ „სხვისი დროშით“ განხორციელებული ოპერაციაა

© photo: Sputnik / Sergei Bobilev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2024
გამოწერა
ჯერ კიდევ არაა ცნობილი მოსკოვის მახლობლად 22 მარტს მომხდარი ტერაქტის ყველა შემსრულებლის, ორგანიზატორის და დამკვეთის ვინაობა. ამასთან, უკვე ცნობილი ფაქტები და გარემოებები მიუთითებენ დასავლური სპეცსამსახურების ხელწერაზე, რომლებმაც გამოიყენეს „იაფი“ უკრაინელი და ტაჯიკელი შემსრულებლები. ოპერაცია, რომელიც „სხვისი დროშის ქვეშ“ განხორციელდა, მიზნად ისახავდა რუსეთის საზოგადოებაში შიშისა და ეჭვების დათესვას. თუმცა, ამაოდ...
„კროკუს სიტი ჰოლში’ მომხდარმა ტერაქტმა, წინასწარი მონაცემებით, 137 მშვიდობიანი მოსახლეიმსხვერპლა, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. სხვა და სხვა სიმძიმის ჭრილობები 180 ადამიანზე მეტმა მიიღო. ხოლო დაზარალებულებისსაერთო ზუსტი რაოდენობა ცნობილი მას შემდეგგახდება, რაც მთლიანად გაიწმინდება ხანძრის შედეგად განადგურებული საკონცერტო დარბაზის ტერიტორია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 მარტსთანამოქალაქეებს მიმართა და ხაზგასმით განაცხადა, რომ „ ჩვენ დავადგენთ და უმკაცრესად დავსჯით ყველა იმ პირს, ვინც ტერორისტების უკან დგას, ვინც მოამზადა ეს საშინელი აქტი, ეს დარტყმა რუსეთზე, ჩვენს ხალხზე“.
ცხელ კვალზე დაკავებულია დანაშაულის 11 თანამონაწილე, ოთხი შემსრულებლის ჩათვლით, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიაზე გაქცევა სცადეს. უშიშროების სპეციალური სამსახური და რუსეთის სხვა სამართალდამცავი ორგანოები ტერაქტის ხელისშემწყობი პირების ძებნას განაგრძობენ.
მიუხედავად დასავლეთის მცდელობებისა, ყურადღება კიევის რეჟიმიდან რაღაც რელიგიურ ექსტრემისტებზე გადაეტანათ, რეალობა სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ნამდვილი „ჯიჰადისტები“, როგორც წესი, არ ყრიან იარაღს და არ გარბიან ტერაქტის ადგილიდან, მითუმეტეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით...
მოსკოვის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა აღნიშნავს, რომ „ ბოლო წლების განმავლობაში კიევის რეჟიმი განახორციელებს აქტიურ სისტემურ და ტერორისტულ ქმედებებს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ“. სერიოზული დასავლელი ანალიტიკოსები 22 მარტის ტრაგიკული მოვლენების ზუსტად ამ ვერსიას იზიარებენ.

ომის ახალი ფაზა

დღემდე ცნობილი შემსრულებელი ტერორისტების ჯგუფის გადაბირების შესაძლო ვარიანტები (ტაჯიკეთში, თურქეთში ან რუსეთში), დანაშაულის მომზადების დონე (ფული, იარაღი, ტრანსპორტი, უკან დახევის გზები) ბადებს ეჭვებს იმაზე, რომ ტერაქტში ნატოს სერიოზული სადაზვერვო სტრუქტურები მონაწილეობდნენ... საერთო სურათის გამო, არაა გამორიცხული, რომ 500000 რუბლით დაქირავებული ტაჯიკეთის მოქალაქეები წინადმონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში ავღანეთში, ერაყში, სირიასა თუ უკრაინაში. რუს გამომძიებლებს წინ დიდი სამუშაო ელის.
ჯერ-ჯერობით, ცნობილია 11 დაკავებულის ვინაობა, თუმცა, გამორიცხული არაა, რომ მონაწილეთა რიცხვი გაცილებით მეტი აღმოჩნდეს.
ოპერაცია 2024 წლის 7 მარტს დაიწყო, დასავლელმა საელჩოებმა განცხადებები გააკეთეს რუსეთში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ და თავიანთი მოქალაქეები გააფრთხილეს, თავი აერიდებინათ მასობრივი ღონისძიებების ადგილებს. ამით მათ საშუალება მიეცათ, შემდგომში განეცხადებინათ, „ ჩვენ ხომ გავაფრთხილეთ რუსეთის ხელმძღვანელობაო“ და ეცადათ, არ დაეშვათ ეჭვები ამ ტრაგედიაში საკუთარი მონაწილეობის შესახებ. და მაინც, აშშ-ში რუსეთის ელჩის თქმით, ამერიკელებმა რუსეთის საელჩო არ გააფრთხილეს, რომ ტერორისტული აქტები მზადდებოდა.

მოსკოვი განაჩენს გამოიტანს და იგი აღსრულდება

დასავლეთის ცალკეული მედია საშუალებები ცდილობენ, ობიექტურობის მანტია მოირგონ. თუმცა, შეერთებულმა შტატებმა მეორე დღესვე უკვე „ყველაფერი იცოდნენ“ ისისის ტერორისტებზე, მაგრამ დღემდე ვერ ასახელებენ დამნაშავეებს „ჩრდილო ნაკადის“ აფეთქებაში, თუ ჯონ კენედის მკვლელობაში. ვაშინგტონის მიერ კიევის რეჟიმის დაჩქარებული გამართლება ძალიან საგულისხმოა და დასავლეთშიც კი არ იწვევს ნდობას...
მაგალითად, თურქული პარტია „სამშობლოს“ ლიდერმა დოგუ ფერინჩექმა განაცხადა შემდეგი: „ ტერორისტული ორგანიზაციის შესახებ ლაყბობა სინამდვილეში ბაიდენის ტერორისტულ აპარატზე გადაფარებაა. თუ ტერორს მოსკოვში შევხედავთ, მხოლოდ ბაიდენს დავინახავთ. სამი მიზეზის გამო: ჩაითრიოს ევროპა უკრაინულ ომში, დაბლოკოს ტრამპის მოსვლა ხელისუფლებაში და არ დაუშვას რუსეთის გამარჯვება ატლანტიკურ ქვეყნებზე. ...
სულ უფრო მეტ ადამიანს უკრაინაში ეჭვი ეპარებათ, რომ კიევს რუსეთთან კონფლიქტში გამარჯვება შეუძლია, - წერს გამოცემა „პოლიტიკო“. სასოწარკვეთილება აშშ-სა და კიევის რეჟიმს უბიძგებს საშინელი დანაშაულებებისაკენ...
ვფიქრობ, რუსეთის რეაქცია აშშ-სა და უკრაინის ჯარისთვის მოულოდნელი იქნება. რუსეთის სამხედრო ძლევამოსილება საშუალებას იძლევა, ძალიან მალე გახადოს უკრაინა ისტორიის გაკვეთილად ნატოს ქვეყნებისათვის. 2024 წლის 22 მარტის შემდეგ კი - არა მხოლოდ უკრაინა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0