დარჩიაშვილი: ევრო 2024-ზე გასვლა კანდიდატის სტატუსის მინიჭების ლოგიკური გაგრძელებაა

© AFP 2024 / GIORGI ARJEVANIDZEსაქართველო-საბერძნეთის მატჩი
საქართველო-საბერძნეთის მატჩი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2024
გამოწერა
მისი თქმით, მთელი საქართველო ამაყობს ჩვენი ეროვნული ნაკრებით.
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების საბერძნეთის გუნდზე გამარჯვება, რომლის წყალობითაც ქვეყანამ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური, არის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების სამართლიანი და ლოგიკური გაგრძელება, დაწერა სოციალურ ქსელ X-ში საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. გუშინ კი ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთის გუნდთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ევრო 2024-ის საგზური მიიღო.
„რა ისტორიული გამარჯვებაა! გილოცავ, საქართველო! ვულოცავ ჩვენს ეროვნულ საფეხბურთო გუნდს ამ ტრიუმფსა და აბსოლუტურად ამაღელვებელ გამარჯვებას! დიდი მადლობა თქვენი თავდადებისა და შრომისმოყვარეობისთვის და იმისთვის, რომ მთელი ერი ამაყად აქციეთ!", - დაწერა დარჩიაშვილმა.
მინისტრის თქმით, ეს იყო ისტორიოული გამარჯვება.
გუშინ, 26 მაისს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" გამართულ მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება პენალტების სერიაში გატანილი გოლებით მოიპოვა - 4:2. ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება.
რაც შეეხება სტატუსს, საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
საქართველო-საბერძნეთის მატჩი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2024
როგორ შეაფასებთ საქართველო-საბერძნეთის მატჩს?
ყველა ახალი ამბავი
0