დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 მარტი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 26 მარტია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
არცთუ ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებების, კომპრომისების ძიებისა და უბრალო თათბირისთვისაც კი; სამაგიეროდ, შესანიშნავი დროა სამომავლო გეგმების დასაწყობად. არ ღირს ვინმესთან კამათი, რადგან ეს, შესაძლოა, დროში გაჭიანურდეს და არასასურველი შედეგები მოჰყვეს. კარგი დღეა გააზრებული, მომავალზე გათვლილი ფინანსური ოპერაციებისთვის.
ვერძი: ისეთი დღეა, როდესაც ბევრი რამაა დამოკიდებული თქვენს სიტყვებზე, საქციელზე, გრძნობებსა და ფიქრებზეც კი. შესაძლოა, რაღაც გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რომელზეც თქვენი მომავალი ბედი შეიძლება იყოს დამოკიდებული. ცხოვრებაში არცთუ მცირე როლს შეასრულებს თუნდაც თქვენი ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქციელი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ყურადღებით ყოფნა – უნდა დაფიქრდეთ, რას ამბობთ და რას აკეთებთ.
ფილოსოფოსი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2023
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მთავარი სიბრძნე
კურო: ადამიანებთან ურთიერთობებში ნებისმიერმა უკიდურესობამ შეიძლება იჩინოს თავი. შესაძლოა, ისე, რომ ვერც მიხვდეთ, სხვის ნებას აჰყვეთ, დათმოთ თქვენთვის მომგებიანი პოზიცია. შესაძლებელია პირიქითაც მოხდეს – თქვენ მოახდინოთ ზეწოლა ადამიანებზე. ასეა თუ ისე, დღეს თქვენს ურთიერთობებს გარშემომყოფებთან იდეალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ეს რომ კონფლიქტის საფუძველი არ გახდეს, კონტაქტებში ოქროს შუალედი უნდა ეძებოთ.
ტყუპი: შესანიშნავი დღეა, ხართ მხნე, ენერგიით სავსე და პოზიტიურ განწყობაზე. საკმარისია, საქმეს ხელი მოჰკიდოთ და იგრძნობთ, როგორ იოლად, თითქოს თავისით განვითარდება ის. ბედი სასიამოვნო სიურპრიზებს გიმზადებთ. იღბლიანი შენაძენი, კარგი სიახლეების გაგება, საინტერესო წინადადებების მიღება, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობები, რომანტიკული შეხვედრები – დღეს ცხოვრებაში ეს ყველაფერი და ბევრი სხვა კარგი რამ გელოდებათ.
კირჩხიბი: დღეს ასტროლოგები გირჩევენ, დრო ოჯახსა და მეგობრებს დაუთმოთ. არაა ის დღე, როდესაც უნდა ეცადოთ წარმატებების მიღწევას ბიზნესში, სამუშაოზე ან სწავლაში, არამედ იდეალური დღეა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. გულღია კონტაქტი, მეგობრული მხარდაჭერა, გულწრფელი საუბრები – ეს ყველაფერი უდიდეს ბედნიერებას მოგანიჭებთ და გაგრძნობინებთ, რომ ცხოვრება მშვენიერია. მარტოხელებს გაქვთ შანსი, სულიერად მონათესავე ადამიანს შეხვდეთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2018
თუ ცოლის შერთვას აპირებთ - საუკეთესო ცოლების ტოპ-სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: სწრაფვამ ურთიერთობებისკენ, შესაძლოა, უკიდურესი ფორმები მიიღოს, გამომჟღავნდეს ზედმეტ საუბრებსა და მოვლენების ცენტრში ყოფნის სურვილში. ფიზიკურ შიმშილზე უარესი შეიძლება საინფორმაციო შიმშილი აღმოჩნდეს. ვინც თქვენ გვერდით იმყოფება, განურჩევლად ყველასთან შეგიძლიათ ილაპარაკოთ ნებისმიერ თემაზე, გაუზიაროთ მათ საკუთარი აზრები. მათი მხრიდან შეკამათება კი შეიძლება ძალზე მტკივნეულად აღიქვათ.
ქალწული: დღეს ძალიან ჯიუტი ხართ. პრაქტიკულად, შეუძლებელია თქვენი რამეში გადარწმუნება, ასევე უაზრობაა თქვენი შეჩერების მცდელობა. თუმცა, ამას, შესაძლოა, თავისი პლუსებიც ჰქონდეს: თუ ამ სიჯიუტეს სწორ კალაპოტში მიმართავთ, მთების გადადგმა შეგიძლიათ. ხოლო თუ წვრილმანებზე და უაზრო საკითხებზე დახარჯავთ ენერგიას, ემოციებით იმოქმედებთ, იმპულსური საქციელის გამო სავალალო შედეგები შეიძლება მიიღოთ.
სასწორი: დღეს რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერს გააკეთებთ ფატალური დევიზით – „რაც მოსახდენია, მაინც მოხდება“. არის ალბათობა იმისა, რომ რაღაც საქმეებში გაუმართლებელი იმედი გქონდეთ იღბლისა, რომელიც ყველაზე შეუფერებელ დროს დაგაღალატებთ. ეს რომ არ მოხდეს, დევიზი უნდა შეცვალოთ – ბედის იმედი გქონდეთ, მაგრამ თავადაც იმოქმედოთ. თუ კეთილსინდისიერად შეასრულებთ ყველაფერს, იღბალიც თქვენ გვერდით იქნება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2018
მოწიფულია თუ არა მამაკაცი – ამას მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეიტყობთ
მორიელი: დღეს რამემ ან ვინმემ, შესაძლოა, იმედი გაგიცრუოთ. არის ალბათობა, რომ რამე დაკარგოთ, ან ვინმემ თქვენი მოლოდინი არ გაამართლოს, შესაძლოა, მოვლენები თქვენი სურვილის საპირისპიროდ განვითარდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ „ჩაიციკლოთ“ იმაზე, რაც არ მოგწონთ. სავარაუდოდ, თქვენი მოლოდინები გაზვიადებულია, ამბობენ, რომ ბედნიერების ძებნა უბედურების მთავარი წყაროაო. ამიტომ შეცვალეთ მოთხოვნები და თავს ბევრად უფრო ბედნიერად იგრძნობთ.
მშვილდოსანი: ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო, მეგობრული და ნათესაური, ზოგადად, ყველა სახის ურთიერთობებისთვის. წარმატება გელოდებათ იქ, სადაც შეგიძლიათ, ვინმეს დაეყრდნოთ, პარტნიორი იქნება ეს ბიზნესსა თუ სიყვარულში, მეგობარი თუ ნათესავი. გარდა ამისა, აქტიური ხართ ახალი ადამიანების გაცნობის კუთხით. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები, შეთანხმებებზე ხელმოწერა. მარტოხელებს კი რომანტიკული შეხვედრის შანსი გაქვთ.
თხის რქა: კარგი დღეა ახალი პროექტების დაწყებისთვის. საქმეები ადვილად წაიწევს წინ და წარმატებებს მიაღწევთ. თუ აქამდე ვერ ბედავდით, ახლა თამამად შეგიძლიათ ნაბიჯის გადადგმა ბიზნესში, კარიერაში, სიყვარულში. გამოუტყდეთ საყვარელ ადამიანს სიყვარულში, დაელაპარაკოთ ხელმძღვანელობას ხელფასის მომატებაზე, დაიწყოთ ახალი სამუშაოს ძებნა, წამოიწყოთ რემონტი – ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში სასურველ ნაყოფს გამოიღებს.
სასმელები ბარში - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2023
გასართობი ჰოროსკოპი: როგორი სიმთვრალე აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს
მერწყული: დღეს შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ, რომ ვინმეს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროთ, ვინმეზე იზრუნოთ, ვინმესთვის გახდეთ ბრძენი მოძღვარი ან მისი გულის მესაიდუმლე. თუ თქვენ თვალწინ რამე უსამართლობა მოხდება, მზად ხართ სუსტის დასაცავად. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სამართლიანობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ ხანდახან ამ „სუსტებსა და დაჩაგრულებს“ შემდეგ „კისერზე წამოსხდომა“ უყვართ ხოლმე.
თევზები: ყველა შანსი გაქვთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ. ვითარება თქვენ სასარგებლოდ ეწყობა. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც პროექტში დამსახურებულად გაიმარჯვოთ და გარშემომყოფების აღიარება მოიპოვოთ. კარგი დღეა ადრე დაწყებული მნიშვნელოვანი საქმეების დასასრულებლად. ხართ ენერგიული, შემტევი, იღბლიანი და თავდაჯერებული. ასეთი „არსენალით“ მხოლოდ გამარჯვებები გელოდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0