დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 მარტი

© photo: Sputnik / Stringerგაზაფხული
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 21 მარტია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერიმფარველობს.
არ მოიწყენთ - დღე მოულოდნელ მოვლენებს, უჩვეულო განცდებსა და საინტერესო წინადადებებს მოიტანს. ცვლილებები ცხოვრ4ების სხვადასხვა სფეროშია შესაძლებელი - ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ სფეროს აქცევთ მეტ ყურადღებას. ნებისმიერ შემთხვევაში უპრიანია ინიციატივის გამოჩენა და მოქმედება შესაფერის დროს.
ვერძი: დღის დასაწყისში სასარგებლო საქმიანობა გელოდებათ. შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი საქმე – ჩვეულიც და ახალიც. ბევრი თქვენგანი გუმანით ხვდება, რას ფიქრობენ გარშემომყოფები, შესაძლოა, მათი საიდუმლოც ამოხსნათ. დღის მეორე ნახევარიც სასიამოვნოდ ჩაივლის, მაგრამ უფრო დასვენების დროა, ვიდრე რაღაც მტკიცე მოქმედებების. შეგიძლიათ მეგობრებთან შეხვედრა – დროს შესანიშნავად გაატარებთ.
ბროლის ბურთი  - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2023
რა ბედი არგუნა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განგებამ
კურო: საჭიროა რამდენიმე საქმესთან სწრაფად გამკლავება და ეს განერვიულებთ. როგორც კი თავს ხელში აიყვანთ, ყველაფერი კარგად წავა – მიხვდებით, რომ თანმიმდევრულად უნდა იმოქმედოთ. მომავალს ოპტიმიზმით შეხედეთ. მეგობრული დამოკიდებულება გარშემომყოფების მიმართ ადამიანებს თქვენკენ მოიზიდავს. შესაძლებელია ნაცნობობა, რომლითაც რომანტიკულ ისტორიას დაედება სათავე.
ტყუპი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ რაღაც მნიშვნელოვანსა და რთულ საქმეს მოკიდოთ ხელი. დაბრკოლებები, რომლებსაც ვერ გადალახავთ, მოსალოდნელი არ არის. ირგვლივ მყოფები მხარში ამოგიდგებიან. თანამშრომლობის შედეგად ხანგრძლივ მეგობრობას შეიძლება ჩაეყაროს საფუძველი. კარგი დღეა ფულთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად. საყიდლებისთვის დღის მეორე ნახევარი აჯობებს.
კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები, პირადი საუბრები თემებზე, რომლებსაც დიდი ხანია, გაურბოდით. ცხადი გახდება, რომ ადამიანებს იმაზე კარგად ესმით თქვენი, ვიდრე გეგონათ. ისინი ყურადღებით მოუსმენენ თქვენს მოსაზრებებს. კარგად ჩაივლის მგზავრობა. სახლიდან მოშორებით შესაძლოა, მომგებიანი გარიგებები დადოთ და იღბლიანად იშოპინგოთ.
ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2019
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე
ლომი: დილით სასიამოვნო სიახლეებს შეიტყობთ. ასევე გაგიჩნდებათ შესანიშნავი იდეები, რომელთა განხორციელებასაც დაუყოვნებლივ შეუდგებით. დაგეხმარებიან ირგვლივ მყოფი ადამიანები. მოგვიანებით დადგება დრო, როცა უპრიანია, ძველ საქმეებს, გადაუჭრელ პრობლემებს დაუბრუნდეთ. ახლა ისეთ შესაძლებლობებს შეამჩნევთ, რომლებსაც ადრე ყურადღებას არ აქცევდით.
ქალწული: მსუბუქი და იღბლიანი დღე გელოდებათ, როდესაც შესაძლებელია, დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწიოთ იმას, რაც აქამდე შეუძლებელი გეგონათ. შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. დღეს არაერთხელ აღმოჩნდებით ყურადღების ცენტრში და მზად იყავით, რომ ირგვლივ მყოფები დიდი ინტერესით დაგაკვირდებიან. ახალი ნაცნობობით რომანტიკულ ისტორიას შეიძლება ჩაეყაროს საფუძველი.
სასწორი: არ იჩქაროთ ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. დღის პირველი ნახევარი არ გამოდგება იმისთვის, რომ რამე შეიძინოთ, დადოთ გარიგებები, დახარჯოთ ფული ძვირადღირებულ გასართობზე. დანარჩენში ხელსაყრელი დროა. საღამოს გაჩნდება კარგი იდეები. მათ რეალიზაციაში დაგეხმარებიან ახალი ნაცნობები. ერთობლივი მუშაობა დაგაახლოებთ და შეიძლება დაიწყოს მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობები.
ადამიანი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2023
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი და მათი „შავი სია“: თუ გინდათ, რომ ამ სიაში არ მოხვდეთ...
მორიელი: რაღაც პრობლემები შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ მათი გადაწყვეტა თქვენთვის იოლი იქნება, ასე რომ, ნერვიულობა არ ღირს. სერიოზულად ეკიდებით ნებისმიერ საქმეს, არ უშვებთ მცირე შეცდომასაც კი. ეს გარშემომყოფებს მოსწონთ, ბევრი აცნობიერებს, რომ ღირს თქვენი კარგად გაცნობა და დამეგობრება. ეცადეთ, სხვისი სისუსტეების მიმართ მიმტევებელი იყოთ. ასე სიტუაციის გამწვავებას აარიდებთ თავს.
მშვილდოსანი: გინდათ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ახერხებთ. ემოციური ფონი არასტაბილურია, ხანდახან სრული უაზრობა გიფუჭებთ განწყობას. ეცადეთ, ყველაზე მთავარზე გაამახვილოთ ყურადღება, ხოლო წვრილმანები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. შესაძლებელია რაღაც უჩვეულო მოვლენები, შემთხვევები, საოცარი თავგადასავლები. ნამდვილად არ მოიწყენთ.
თხის რქა: არ იჩქაროთ. დღის პირველი ნახევარი მიესადაგება მშვიდ მუშაობას, ისეთი საქმეების გაკეთებას, სადაც ყურადღებაა საჭირო. სწორად გადაანაწილებთ პრიორიტეტებს და დროს ფუჭად არ დაკარგავთ. დღის მეორე ნახევარი კარგ სიახლეებს მოიტანს, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება როგორც თქვენთვის, ისე თქვენი ახლობლებისთვის. შესანიშნავი დროა მეგობრებთან შესახვედრად.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
რომელი პროფესია შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: შესაძლოა, რაღაც ერთი შეხედვით მარტივმა საკითხმა თავსატეხი გაგიჩინოთ. რაღაც ისე არ აეწყობა, როგორც თქვენ გინდათ, ეს ძალიან გაგაღიზიანებთ, თუმცა გამოსავალს მაინც იპოვით. ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ. ეცადეთ, არ დაარღვიოთ შეთანხმებები. ეს მნიშვნელოვანია თქვენი რეპუტაციისთვის, ურთიერთობებისთვის გარშემომყოფებთან. არ იჩქაროთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენა – დღეს ამისთვის საუკეთესო დრო არაა.
თევზები: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ მოკავშირეები და თანამოაზრეები მოძებნოთ. სულ ორიოდე წუთი გჭირდებათ, რომ ადამიანზე სწორი შთაბეჭდილება შეგექმნათ, მიხვდეთ, ღირს თუ არა მასთან საქმის დაჭერა. ურთიერთობები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო, შეიძლება მეგობრულ კავშირად ჩამოყალიბდეს, ამასთან, არაა გამორიცხული არშიყის მომენტებიც. შესაძლებელია თანხის მიღება.
ყველა ახალი ამბავი
0