GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

© photo: Sputnik / Stringer ონკანი
 ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2024
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 19 მარტს 12:00 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, 19 მარტს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, მონადირის ქუჩაზე სატუმბო სადგურის მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
წყალმომარაგება გლდანის რაიონის გარკვეული ქუჩების მცხოვრებლებს შეეზღუდება 19 მარტის 12:00 საათიდან 20 მარტის 08:00 საათამდე.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0