https://sputnik-georgia.com/20240313/biznes-seqtorshi-dasaqmebulta-raodenoba-izrdeba-286824757.html
ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება
ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება
Sputnik საქართველო
საქართველოს ბიზნეს-სექტორში მეოთხე კვარტალში საშუალო ხელფასმა თვეში 2 196,2 ლარი შეადგინა. 13.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-13T10:38+0400
2024-03-13T10:38+0400
2024-03-13T10:38+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262034611_0:81:2048:1233_1920x0_80_0_0_e96e66c0c5bb2d6023c3dfe1f8dd8b74.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს-სექტორის საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობამ 782,3 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2022 წლისოქტომბერი-დეკემბრის მონაცემზე 5,6%-ით მეტია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".დასაქმებულების საერთო რაოდენობიდან 57,4% მამაკაცია, ხოლო 42,6% – ქალი.უწყების ცნობით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების რაოდენობა ერთ წელიწადში 6,1%-ით გაიზარდა და 742 ათასი ადამიანი შეადგინა. ხარჯებმა პერსონალზე მეოთხე კვარტალში 5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 22,1%-ით მეტია.საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასმა თვეში შეადგინა 2.196,2 ლარი, რაც 285 ლარით მეტია, ვიდრე გასულ წელს. მათ შორის, ქალების საშუალო ხელფასმა შეადგინა 1.686,7 ლარი, რაც 200,6 ლარით მეტია 2022 წლის ოქტომბერი–დეკემბრის მაჩვენებელზე.საქართველოში 2023 წლის მეოთხე კვარტალში საწარმოების საერთო ბრუნვამ 56,4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 9,1%-ით მეტია 2022 წლის ოქტომბერი-დეკემბრის მაჩვენებელზე.საქართველოს ბიზნეს-სექტორში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულის სახით საანგარიშო პერიოდში 21,2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.საქართველოს მშპ-ის ზრდამ 2023 წლის მეოთხე კვარტალში 6,8% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262034611_190:0:2001:1358_1920x0_80_0_0_2cb30483d17244a73bfaa0fd8a73f057.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება
საქართველოს ბიზნეს-სექტორში მეოთხე კვარტალში საშუალო ხელფასმა თვეში 2 196,2 ლარი შეადგინა.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს-სექტორის საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობამ 782,3 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2022 წლისოქტომბერი-დეკემბრის მონაცემზე 5,6%-ით მეტია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
დასაქმებულების საერთო რაოდენობიდან 57,4% მამაკაცია, ხოლო 42,6% – ქალი.
უწყების ცნობით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების რაოდენობა ერთ წელიწადში 6,1%-ით გაიზარდა და 742 ათასი ადამიანი შეადგინა. ხარჯებმა პერსონალზე მეოთხე კვარტალში 5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 22,1%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასმა თვეში შეადგინა 2.196,2 ლარი, რაც 285 ლარით მეტია, ვიდრე გასულ წელს. მათ შორის, ქალების საშუალო ხელფასმა შეადგინა 1.686,7 ლარი, რაც 200,6 ლარით მეტია 2022 წლის ოქტომბერი–დეკემბრის მაჩვენებელზე.
საქართველოში 2023 წლის მეოთხე კვარტალში საწარმოების საერთო ბრუნვამ 56,4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 9,1%-ით მეტია 2022 წლის ოქტომბერი-დეკემბრის მაჩვენებელზე.
საქართველოს ბიზნეს-სექტორში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულის სახით საანგარიშო პერიოდში 21,2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს მშპ-ის ზრდამ 2023 წლის მეოთხე კვარტალში 6,8% შეადგინა.