პრემიერი: ადეიშვილის ბრიუსელში ვიზიტი არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2024
გამოწერა
მთავრობის მეთაური ბრიუსელსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით გამართულ შეხვედრებს ეხმაურება
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის სამართლის უზენაესობისა და სამართლიანი სახელმწიფოს პრონციპებზე თავდასხმა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
ქართულ მედიაში გავრცელდა კადრები, რომელზეც ადეიშვილი გერმანიის პარლამენტში უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. საქართველოში მსჯავრდებული ყოფილი გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენა საქართველოს მიმართ არაპარტნიორული დამოკიდებულების გამოვლინებაა და ხელს უწყობს ქვეყანაში ანტიევროპული განწყობების გაძლიერებას, აღნიშნეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“.
„ვფიქრობ, რომ სწორედ ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვხატეთ ის პოზიცია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოგვეხატა", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხში გარკვევის მიზნით, შესაბამისი შეხვედრები გაიმართება ევროკავშირისა და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„რაც შეეხება ჩვენს განცხადებებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ვიზიტებზე რეაგირება, რომელიც ბრიუსელსა და ბერლინში შედგა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია, რომ დამნაშავეები ევროპის მასშტაბით სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობით და დამნაშავეებს, ისეთ ადამიანებს, რომლებიც მხილებული არიან უმძიმეს დანაშაულებებში, ბრიუსელსა და ბერლინში ხვდებიან", - განაცხადა კობახიძემ.
ქართულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ ევროპული ბიუროკრატია არის ისეთი პრინციპებისა და იდეალების ერთგული, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლის უზენაესობა, აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ადეიშვილმა საქართველოში ჩაიდინა ისეთი მძიმე დანაშაულები, როგორიცაა ტელეკომპანიების მიტაცება, ადამიანების წამება და სასტიკი მოპყრობა და გამოძალვა და ა.შ.
ვინ არის ადეიშვილი
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო 2012 წლის ბოლოს, ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ახლა ადეიშვილი უკრაინის პროკურატურაში მუშაობს.
ადეიშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში მაღალ თანამდებობას იკავებს, საქართველოში დამნაშავედ ცნეს ექვს სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენაში და დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ყველა ახალი ამბავი
0