საქართველოს პრეზიდენტმა 8 მარტს ქალთა უფლებადამცველები დააჯილდოვა

© press-service of the President of Georgiaსაქართველოს პრეზიდენტმა ქალთა უფლებადამცველები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა უფლებადამცველები დააჯილდოვა - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2024
გამოწერა
ქალთა მიმართ ძალადობა მწვავე პრობლემად რჩება და საზოგადოებას ამ მოვლენასთან ბრძოლა წინ აქვს, აღნიშნა პრეზიდენტმა
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა.
დაჯილდოებულებს შორისაა ორგანიზაციის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამარ მუსერიძე, რომლის წყალობითაც ასობით ჩვილობაში გატაცებულმა ადამიანმა თავისი ბიოლოგიური მშობლები იპოვა. პრეზიდენტმა თამარ მუსერიძე დააჯილდოვა განსაკუთრებული სამოქალაქო ინიციატივისა და პასუხისმგებლობისათვის, პირადული გამბედაობისა და გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.
პრეზიდენტმა ასევე დააჯილდოვა ადვოკატი, ორგანიზაცია „საფარის“ თანადამფუძნებელი ბაბუცა პატარაია და „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის" დამფუძნებლები ელისო ამირეჯიბი და ნატო შავლაყაძე გენდერის ნიშნი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის. ორგანიზაცია „საფარი“ და „ეროვნული ქსელი“ ოჯახური ან გენდერული ძალადობის მსხვერპლებს თავშესაფარს სთავაზობენ.
© press-service of the President of Georgiaღირსების მედალი
Медаль Чести Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2024
ღირსების მედალი
პრეზიდენტმა ასევე დააჯილდოვა უფლებადამცველი ანა არგანაშვილი, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.
„მართალია, ქალებს დღეს საქართველოში ძალიან დიდი როლი აქვთ, პრაქტიკულად, არ არსებობას ეკონომიკური სექტორი, კულტურული დარგები, ან რომელიმე მიმართულება, სადაც ქალები ძლიერად არ არიან წარმოდგენილი და ხშირად ჩვენი სახე ქალების მეშვეობით გადის საზღვარგარეთ, შეგვიძლია ამ ქალებით ვიამაყოთ, მაგრამ უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ და ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება იმ მიმართულებით, რომ მთავარ მიზანს - თანასწორობას მივაღწიოთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა მწვავე პრობლემად რჩება და საზოგადოება ამ მოვლენას უნდა ებრძოლოს.
„ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ბევრი გამოწვევაა და ძალადობა ბუნებრივიც გახდა, რადგან ყოველდღიურად და ყოველ წამს ვართ ზეწოლის ქვეშ. სტრესი არის ყველგან გავრცელებული, ცხადია ეს გადადის ოჯახზე და ვლინდება სასტიკ მოვლენებში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალადობასთან ბრძოლა ოჯახიდან უნდა დაიწყოს.
„ჩვენ ხშირად გვიყვარს თქმა, რომ სახელმწიფოსა და ხელისუფლების გასაკეთებელია ყველაფერი. მართლაც მათი საკეთებელი ბევრია, მაგრამ მთავარი - ადამიანების მოქალაქეობრივი აღზრდა, ჩვენი ინდივიდუალურად საკეთებელი საქმეა, საზოგადოებისა და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა და ეს არის ის, რაც ქართველმა დედებმა კარგად იცოდნენ და რასაც ჩვენც ხელახლა უნდა დავეუფლოთ და ისევ ვისწავლოთ, თუკი ეს რაღაცნაირად, დროთა განმავლობაში შენელდა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
© press-service of the President of Georgiaსაქართველოს პრეზიდენტმა ქალთა უფლებადამცველები დააჯილდოვა
Президент Грузии наградила защитниц прав женщин - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2024
საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა უფლებადამცველები დააჯილდოვა
საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღესასწაული, სადაც ეს დღე სხვა საბჭოთა ქვეყნების მსგავსად აღინიშნებოდა, სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1991 წელს გაუქმდა. მის ნაცვლად დაწესდა დედის დღე, რომელიც 3 მარტს აღინიშნება.
თუმცა 2002 წლის მარტში, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, პარლამენტის გადაწყვეტილებით ქალთა საერთაშორისო დღემ 8 მარტმა დღესასწაულის სტატუსი კვლავ მოიპოვა.
ამ გადაწყვეტილების ინიციატორი ნინო ბურჯანაძე გახდა, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
ამგვარად, საქართველოში ქალებს და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნება - 8 და 3 მარტი, ორივე ოფიციალური უქმე დღეა.
ყველა ახალი ამბავი
0