სეზონი დასრულდა: ხვალიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

CC BY-SA 2.0 / storem / The Huntნადირობა
ნადირობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.02.2024
გამოწერა
საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. საქართველოს გავლით წელიწადში მილიონზე მეტი ფრინველი მოძრაობს.
თბილისი, 29თებერვალი – Sputnik. 1 მარტიდან საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გასული წლის 19 აგვისტოს გაიხსნა და მიმდინარე წლის 29 თებერვალს დასრულდება.
მარტიდან ნადირობის შემთხვევაში პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ბრაკონიერებს ჩამოერთმევათ ნანადირევი და მოხდება სანადირო იარაღის კონფისკაცია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები.
დასახელდა საქართველოს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიები>>>
უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153, რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.
ყოველწლიურად საქართველოს ტერიტორიის თავზე მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი მოძრაობს. სეზონზე ნადირობა იკრძალება დასახლებული ტერიტორიის ფარგლებში, ასევე დაცულ ტერიტორიებთან 500 მეტრის რადიუსში.
ამას გარდა, ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან. დაუშვებელია სტიქიური უბედურებების შედეგად დასუსტებული ცხოველების მონადირება.
ყველა ახალი ამბავი
0