მოსაზრება: ვინ იხდის უკრაინის არმიის არსებობისთვის?

© photo: Sputnik / Pavel LisiTsin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.02.2024
გამოწერა
უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის სახელმწიფოებრიობის არსებობა ეფუძნება მხოლოდ ამერიკის მხარდაჭერას - სამხედროსადა ფინანსურს. „სუვერენული უკრაინული დემოკრატია“ ისტორიულად და ეკონომიკურად დაუსაბუთებელია, ამას ადასტურებს შეერთებული შტატებიდან კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდებისა და ფინანსური მოწყალებისმთელი ისტორია რუსეთის სპეცოპერაციაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 27 თებერვალს კონგრესის ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის ამერიკული დახმარების ახალი პაკეტის არარსებობა სასიკვდილოა. სინამდვილეში, ეს არის აღიარება: ამერიკული ფულისა და იარაღის გარეშე უკრაინის არმია და ნაცისტური სახელმწიფო სიცოცხლისუუნაროა. რატომ უჭერს შეერთებული შტატები მხარს აშკარად უიმედო სტრუქტურას, რომელიც ავღანეთის 2021 წლის აგვისტოსთან იწვევს ასოციაციებს? ვაშინგტონის ინტერესები დამღუპველია მრავალპოლარული სამყაროსთვის, რომელიც არ აპირებს თეთრი სახლის დაუწერელი და დამამცირებელი „წესებით“ ცხოვრებას. რუსეთი ზედიზედ მესამე წელია იცავს როგორც ეროვნულ, ისე თანაბარ და განუყოფელ საერთაშორისო უსაფრთხოებას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადამოწმებული მონაცემებით, სამხედრო სპეცოპერაციისდაწყებიდან მიმდინარე წლის 27 თებერვლამდე განადგურდა: 842 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 13,523 უპილოტო საფრენი აპარატი, 474 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 15,252 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 1226 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 8176 საარტილერიო იარაღი.
ვინ შეაგროვა ყველა კონტინენტზე და გადაიხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ამ „რკინის ნაკადისთვის?“ პირველ რიგში, ავის მზრახველმა ამერიკელებმა. სხვას ვერაფერს დაარქმევ ადამიანებს, ვინც ორ წელიწადში 445 ათას უკრაინელ სამხედროს „დაეხმარა“ საიქიოში გამგზავრებაში.
უკრაინაში ამჟამინდელი კატასტროფული ვითარება ამერიკამ მოაწყო და გადაიხადა −ევროპაში ომის მთავარმა„ბენეფიციარმა“. კილის ინსტიტუტის გათვლებით, შეერთებულმა შტატებმა 2022 წლიდან კიევის რეჟიმს 46,33 მილიარდი დოლარი „შესწირა“. სიდიდით მეორე „დონორი“ იყო გერმანია, რომელმაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს $19 მილიარდზე მეტი გამოუყო - ეს ევროკავშირის დახმარების მთლიანი ოდენობის ნახევარია.
შედარებისთვის: პოლონეთის სამხედრო დახმარებამ შეადგინა $3 მილიარდი, იტალიისამ – 730 მილიონი აშშ დოლარი, საფრანგეთისამ– 700 მილიონი დოლარი, ესპანეთისამ– 360 მილიონი აშშ დოლარი.
ამასთან, „ევროპის წამყვანმა ეკონომიკებმა“ - საფრანგეთმა, იტალიამ დაესპანეთმა უფრო მცირე წვლილი შეიტანეს,ვიდრე „ბალტიის ვეფხვებმა" − ესტონეთმა(980 მილიონი დოლარი), ლიტვამ(893 მილიონი დოლარი) და ლატვიამ(44 მილიონი დოლარი).
ამ ფონზე საფრანგეთის ლიდერის ემანუელ მაკრონის გადამწყვეტი განცხადება უკრაინაში ნატოს ჯარების შესაძლო განლაგების შესახებ სულ სხვა კუთხით ჩნდება. საფრანგეთის ეროვნული სიმბოლოა მამალი, რომელიც გათენებამდე დიდი ხნით ადრე ყივის, მაგრამ მზე ამიტომ არ ამოდის. მოკავშირეებმა იჩქარეს,უარი ეთქვათმაკრონის სახიფათო განწყობებზე, მით უმეტეს, რომ ევროპაში მუსიკას ვაშინგტონის ფული უკვეთავს.

ბუმერანგის ეფექტი

თეთრი სახლის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბრისთვის შეერთებულმა შტატებმა 110 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა უკრაინის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე, ანუ თითოეული მოკლული უკრაინელი ჯარისკაცი ამერიკულ ბიუჯეტს 247 ათასი დოლარი დაუჯდა. ეს გაცილებით იაფი იქნებოდა ამ ხალხის სიცოცხლეში გაბედნიერება, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებისადა მთლიანად დასავლეთის „სიდიადე“ხომ იმთავითვე ინდიელებისა და სხვა აბორიგენების ძვლებზე აიგო.
The American Conservative-მა 27 თებერვალს დაწერა: „უკრაინელი სამხედროები ვერ შეძლებდნენ რუსებთან დაპირისპირებას ბოლო ორი წლის განმავლობაში შეერთებული შტატების მიერ გაგზავნილი უზარმაზარი სამხედრო დახმარების გარეშე“.
ევროკავშირის ქვეყნებმა კიევს მხოლოდ 18 მილიარდი დოლარის გრანტები გადაურიცხეს, ხოლო 54,5 მილიარდი აშშ დოლარის ევროპული დახმარება ძირითადად სესხებია.
ვაშინგტონში არსებობს მოსაზრება, რომ ევროპელები აშკარად არ აკეთებენ საკმარისს უკრაინის ოპერაციების თეატრში. და ზოგადად, „რუსეთი... ბევრად ნაკლებ საფრთხეს უქმნის აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, ვიდრე ჩინეთი“.
შემთხვევითი არ არის, რომ ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ბორელმა მიუნხენის კონფერენციაზე ევროპის პირქუშიმომავალი, დასავლეთის ბატონობის ეპოქის დასასრული იწინასწარმეტყველა.
დავუბრუნდეთ რეალობას: ორწლიანი მარიონეტული ომის დროს აშშ-მა და ნატოს ქვეყნებმა დაწვეს იარაღის არსენალი, რომლის წარმოებაზეცათწლეულები დაიხარჯა. კონფლიქტის მაღალი ინტენსივობის შენარჩუნება ალიანსის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს შეუძლებელის გაკეთებას სთხოვს. ამერიკელები გულწრფელად აფრთხილებენ თავიანთ ვასალებს იარაღის ობიექტური დეფიციტის გამო უკრაინის ოპერაციების თეატრში მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ.
რუსეთის ჯარები აქტიურად ანადგურებენ გამაგრებულ ტერიტორიებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა თავდაცვით პოზიციებს მთელ ფრონტზე, რამაც შეიძლება მისი ჩამოშლა გამოიწვიოს. არავის აინტერესებს უკრაინის შეიარაღებული ძალების „ურფინ ჯუსის ხის ჯარისკაცების“ შემდგომი ბედი, მთელი „ნეზალეჟნაია" სახარჯო მასალაა. მანამდე შეერთებული შტატები და ალიანსი ერაყს, სირიას, ავღანეთსა და იუგოსლავიას იყენებდნენ იმავე სახით.
ამის პარალელურადრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის შეიარაღებული ძალების, მთავარი სადაზვერვო სამმართველოსადა SBU-ს ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებას მხოლოდ დროის საკითხად მიიჩნევს. დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ პასუხის გაცემა ტერორისტების დახმარებისთვის და რუსეთის ტერიტორიაზე დანაშაულებებში მონაწილეობისთვის. რუსეთს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი და ვარიანტი.
შურისძიება უკვე კარზე აკაკუნებს. 18 თებერვალს ლვოვში დრონების სამხედრო ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა, ხოლო დაცვა ცივი იარაღოით მოაშორეს. ესპანეთში 13 თებერვალს მოღალატე კუზმინოვი გაანადგურეს. ბუმერანგი ბრუნდება და ეს სიის მხოლოდ დასაწყისია.
რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები მსგავსი მეთოდებით უპასუხებდარუსეთის მიერ მექსიკასა და კანადაში ტერორისტული ორგანიზაციებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას.
რუსეთის ჯარებს სპეცოპერაციის ზონაში ჯერ კიდევ ბევრი საბრძოლო სამუშაო აქვთ გასაკეთებელი. დასავლეთის ქვეყნები განწირულნი არიან გარდაუვალი (ნებაყოფლობით-იძულებითი) დაბრუნებისთვის თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების მრავალპოლარული სამყაროს რეალობაში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0