ბათუმში ე.წ.ხოფის ბაზრობაზე ხანძარია - ვიდეო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო ბრიგადა
სახანძრო ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2024
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ხანძარია, იუწყება „აჭარი ტელევიზია".
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ე.წ. ხოფის ბაზრობაზე არსებულ ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში გაჩნდა. ცეცხლი თავდაპირველად საბურავების საწყობში გაჩნდა და მალევე საცხოვრებელ კორპუსზე გავრცელდა.
 
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
ყველა ახალი ამბავი
0