მისი გადასაწყვეტი არ არის: პრეზიდენტის განცხადებას დეპუტატი გამოეხმაურა

© Parliament of Georgiaგურამ მაჭარაშვილი
გურამ მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2024
გამოწერა
ქართული საზოგადოება თავად გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა კოალიციური მთავრობა.
ТБИЛИСИ, 19 фев — Sputnik. საქართველოში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საკითხს ქვეყნის მოსახლეობა წყვეტს და ეს არც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და არც სხვა ვინმეს ეკითხება, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოცემა Euractiv–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლარიზაციის გადასალახავად აუცილებელია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით საქართველოში კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს. დეპოლარიზაცია ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად ერთ–ერთი პირობაა.
„რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო დავალება, ჩაეწერა იმათ რიგებში, ვინც ამბობს, რომ ხალხს არავინ ეკითხება და უცხო ძალამ უნდა გადაწყვიტოს, როგორი ხელისუფლება იქნება საქართველოში, მაგრამ მაპატიეთ. ჩვენ ყოველთვის მივცემთ ქართულ საზოგადოებას შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა კოალიცია. ამას არავინ შეეკითხება არც ზურაბიშვილს და არც სხვას“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაში, არამედ დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებზე დაფუძნებულ ყველა სახელმძღვანელოში წერია, რომ მთავრობა და პარლამენტი წარმოადგენს საზოგადოებას.
„კოალიცია იქნება თუ არ იქნება საჭირო და რამდენი პარტია შევა პარლამენტში და რა პროცენტით, ამას, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება წყვეტს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატი: საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავას ცდილობს>>>
„ქართული ოცნების“ ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებით, მთლიანად პროპორციული სისტემით და განსაზღვრავს რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარლამენტში ადგილები პარტიების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილდება. ქვეყნის პარლამენტში მანდატების ორი მესამედის მისაღებად პარტიამ ხმების 65-70% უნდა მიიღოს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0