ილია სულამანიძემ ბაქოს გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო

© photo: Sputnik / Stringerილია სულამანიძე
ილია სულამანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2024
გამოწერა
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ილია სულამანიძე ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს ოქროს მედლის მფლობელი გახდა და გუნდს მეორე მედალი მოუპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში პოლონელ პიოტრ კუჩერას 47 წამში სძლია იპონით და ბაქოს გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო.
მანამდე ტურნირს ექვსი ქართველი – გურამ თუშიშვილი, შალვა გურეშიძე (ორივე – +100 კგ), ბაქარ ერაშვილი, აკაკი ჯაფარიძე (ორივე – 90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78) გამოეთიშნენ.
გასულ წელს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოში 17 სპორტსმენით იასპარეზა. მაშინ ილია სულამანიძე ჩემპიონი გახდა, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0