მედვედევი: თუ რუსეთის ძველ საზღვრებში დაბრუნებას შეეცდებიან, მთელ არსენალს გამოვიყენებთ

© photo: Sputnik / Ekaterina Shtukina / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2024
გამოწერა
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. რუსეთის 1991 წლის საზღვრებში დაბრუნების მცდელობები დასავლეთთან გლობალურ ომამდე მიგვიყვანს, რა დროსაც რუსეთი მთელ თავის სტრატეგიულ არსენალს გამოიყენებს, წერს ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი საკუთარ Telegarm-არხზე.
მისი თქმით, დასავლეთის გამარჯვებაში „ამჟამინდელი რუსეთის პირდაპირი და შეუქცევადი დაშლა“ და ასევე „მძვინვარე სამოქალაქო ომი“ მოიაზრება, რასაც რუკიდან რუსეთის საბოლოო წაშლა უნდა მოჰყვეს.
„ ნუთუ ამ იდიოტებს მართლა სჯერათ, რომ რუსეთის ხალხი თავისი ქვეყნის ასეთ დაშლას გადაყლაპავს? <...> იქნება სულ სხვაგვარად : რუსეთის დაშლას უფრო საშინელი შედეგები მოჰყვება, ვიდრე ჩვეულებრივ, თვით ყველაზე გაჭიანურებულ ომს. იმიტომ, რომ რუსეთის 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნება მხოლოდ ერთს მოიტანს: გლობალურ ომს დასავლეთის ქვეყნებთან — ჩვენი სახელმწიფოს მთელი სტრატეგიული არსენალის გამოყენებით კიევზე, ბერლინზე, ლონდონზე, ვაშინგტონზე დასარტყმელად“, — წერს მედვედევი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების თეორიული სცენარები მის სამხედრო დოქტრინასა და „ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებშია“ ჩამოყალბებული. ეს შესაძლებელია: რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით აგრესიის შემთხვევაში; მოწინააღმდეგის მიერ კრიტიკულ სამთავრობო ან სამხედრო ობიექტებზე ზემოქმედების შემთხვევაში; ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს არსებობას საფრთხე დაემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0