ლაშა ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

© photo : press-service of the Tbilisi City Hallლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2024
გამოწერა
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ევროპის ძალოსნობის ფედერაციისა და სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებმა ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე 2023 წლის საუკეთესო ძალოსნად დაასახელეს.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა, სადაც ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ეს არის ბოლოსწინა ტურნირი, რომელშიც სპორტსმენები 2024 წლის ზაფხულში პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ.
ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსნად 2021 წელსაც დასახელდა.
2023 წლის აპრილში ტალახაძემ ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ოქრო მოიპოვა, ხოლო იმავე წლის სექტემბერში საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მეშვიდედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
ყველა ახალი ამბავი
0