3 მლნ ლარზე მეტის ზიანი სახელმწიფო ბიუჯეტს: დააკავეს კომპანიის ხელმძღვანელი

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2024
გამოწერა
დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს სხვადასხვა პირზე რეგისტრირებული ჰქონდა კომპანიები, რომლის ფაქტობრივი ხელმძღვანელიც თავად იყო.
აღნიშნული პირი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული კომპანიების სახელით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, 2021-2022 წლებში სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 3.223,841 ლარის გადახდას.
გამოძიება სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0