https://sputnik-georgia.com/20240209/pashiniani-kobaxidzes-premierobas-ulocavs-286211854.html
სომხეთის პრემიერმა ირაკლი კობახიძეს პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
სომხეთის პრემიერმა ირაკლი კობახიძეს პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა პრემიერ ირაკლი კობახიძის მეთაურობით განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა. 09.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-09T16:49+0400
2024-02-09T16:49+0400
2024-02-09T17:10+0400
საქართველო
სომხეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286040414_0:83:1280:804_1920x0_80_0_0_18c83ecdb9d78375c74043589af3e911.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხურ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაფართოების იმედი გამოთქვა და ირაკლი კობახიძეს საქართველოს მთავრობის მეთაურად დანიშვნა სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე მიულოცა.8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 10 დეპუტატი. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2024 წლის იანვრის ბოლოს მოაწერეს.ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა, როგორც პარტიამ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველაზე მაღალი შედეგი მიიღო. პარტიამ კობახიძის კანდიდატურა მას შემდეგ დაასახელა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული პოსტი დატოვა.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286040414_163:88:1184:854_1920x0_80_0_0_1bee2b4a82b3881f58d4a7fe812e0f17.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
სომხეთის პრემიერმა ირაკლი კობახიძეს პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
16:49 09.02.2024 (განახლებულია: 17:10 09.02.2024) საქართველოს პარლამენტმა პრემიერ ირაკლი კობახიძის მეთაურობით განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხურ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაფართოების იმედი გამოთქვა და ირაკლი კობახიძეს საქართველოს მთავრობის მეთაურად დანიშვნა სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე მიულოცა.
8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 10 დეპუტატი. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
„გულითადად გილოცავთ დანიშვნას. ვარ იმედით სავსე, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ხალხების საერთო ღირებულებებს, მტკიცე მეგობრობასა და დემოკრატიულ იდეებს, გააგრძელებს გაფართოებას“, – დაწერა ფაშინიანმა.
საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2024 წლის იანვრის ბოლოს მოაწერეს.
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა, როგორც პარტიამ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველაზე მაღალი შედეგი მიიღო. პარტიამ კობახიძის კანდიდატურა მას შემდეგ დაასახელა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული პოსტი დატოვა.