შსს უცხოეთში წარმომადგენლობას ზრდის

© Government of Georgiaვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2024
გამოწერა
მინისტრობის კანდიდატები დეპუტატებს თავიანთი სფეროს განვითარების ხედვებს წარუდგენენ.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველო საზღვარგარეთ პოლიციის ატაშეების რაოდენობის გაზრდას გეგმავს და ეს პროცესი გაგრძელდება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამის განხილვა დაიწყო. მინისტრობის კანდიდატები დეპუტატებს თავიანთი სფეროს განვითარების ხედვებს წარუდგენენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ. გასულ წელს ირლანდიასა და ისრაელში მივლენილ იქნენ პოლიციის ატაშეები და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა გომელაურმა.
ოპერაციებში მონაწილეობის გარდა, პოლიციის ატაშეები ასევე ამუშავებენ ინფორმაციას ადგილობრივი ორგანოებისთვის.
საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია. 2017 წლის აპრილში სამინისტრომ ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ევროპის პოლიციის სამსახურთან (ევროპოლთან), ხოლო 2018 წლის სექტემბერში ევროპოლის შტაბ-ბინაში საქართველოს ოფისი გაიხსნა. ამასთან, ქართველი პოლიციის ატაშეები ევროპის ქვეყნებში გაიგზავნა.
ყველა ახალი ამბავი
0