ვინ გახდება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი - მმართველი პარტიის პირველი კომენტარი

© video: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი
„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2024
გამოწერა
ღარიბაშვილმა ეს გადაწყვეტილება პირადად მიიღო და პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრისპოსტზე განიხილება პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა არჩილ თალაკვაძემ.
ორშაბათს, 29 იანვარს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას, რათა პარტიის სხვა ლიდერებს საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება მისცეს.
„ვადასტურებ, რომ სწორედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. უახლოეს დღეებში ჩატარდება „ქართული ოცნების“ ყრილობა, მანამდე კიდევ ერთი პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უკვე პრემიერ-მინისტრის წარდგენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იქნება შეთავაზებული ყრილობისთვის“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება პირადად მიიღო.
„ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ტოვებს პრემიერ-მინისტრის პოსტს. ის გააგრძელებს საქმიანობას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ვიცე-სპიკერმა მთავრობის ყოფილ მეთაურს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და ქვეყანაში მიღწეული პროგრესისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0