საქართველოს გზებზე შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა: ახალი ინფორმაცია

© photo: Sputnik / Stringerთოვლიანი გზები
თოვლიანი გზები - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2024
გამოწერა
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გზებზე შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს გზებზე უამინდობის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შეზღუდვები ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და შეზღუდული ხილვადობის გამო იყო დაწესებული.
კერძოდ, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
აგრეთვე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვერონა-შუამთის მოანკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 36-60-ე კმ) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა: შეზღუდვების არეალი გაფართოვდა >>
ყველა ახალი ამბავი
0