თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2024
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, დაბა კიკეთის, დაბა ბეთანიას, სოფელი დიდების, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბაშიძის, ფალიაშვილის და არაყიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჯანელიძის, გეთიას, სამრეკლოს და იყალთოელის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანდლის, ახმეტის, ივერიელის და გუთნის ქუჩების მოსახლეობას.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის, ჯავადის, მეგობრობის, მიკოლა ბაჟანის, ჟორდანიას და არტურ ლაისტის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის და კოჯრის გზატკეცილის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის მე-11 კილომეტრის, გელოვანის გამზირის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვახუშტი ბაგრატიონის, ბროწეულის, იასამნის, გაგარინის, გოძიაშვილის, სააკაძის, გოთუას, დიდგორის, ცინცაძის, კუტუზოვის, გამრეკელის, საბურთალოს, ცაგარელის, ბახტრიონის და ქუთათელაძის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მაღალაშვილის, გეგეჭკორის, სხირტლაძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის და იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დვალის, კუპრაძის, სუხიშვილის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0