https://sputnik-georgia.com/20240123/fexburtis-legendebis-matci-interi-saqartvelos-nakrebi-martsi-batumsi-sexvdebian-285837033.html
ლეგენდების მატჩი - ცნობილია „ინტერისა" და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავების შეხვედრის დრო
ლეგენდების მატჩი - ცნობილია „ინტერისა" და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავების შეხვედრის დრო
Sputnik საქართველო
მატჩის ბილეთები ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით უკვე იყიდება. 23.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-23T14:04+0400
2024-01-23T14:04+0400
2024-01-23T14:04+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/05/267153593_0:85:1600:985_1920x0_80_0_0_68434b44b4f5c849a549e23803490bd5.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელები მილანის „ინტერის" ვარსკვლავების წინააღმდეგ 7 მარტს ბათუმში „აჭარაბეთის" სტადიონზე ახალი პროექტი „ლეგენდების სერიის" (Legend Series) ფარგლებში ითამაშებენ. ბილეთები უკვე იყიდება tkt.ge-ს ვებ-გვერდზე. „ინტერის" ლეგენდების გუნდის ღირსებას დაიცავენ „ოქროს ბურთის" მფლობელი ლუიშ ფიგუ, კლუბის ყოფილი კაპიტანი ხავიერ ძანეტი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი. მასპინძლების გუნდში ითამაშებენ: საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, ყოფილი კაპიტანი და ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი კახა კალაძე, ყოფილი კაპიტანი და ერთ-ერთი რეკორდსმენი ლევან კობიაშვილი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე, ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია. The Legend Series არის დამოუკიდებელი პროექტი, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი ითვალისწინებს უახლოეს სამ წელიწადში ლეგენდარული ფეხბურთელების საქართველოში ჩამოსვლას. სერიის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, ფანატთა კლუბის ჩამოყალიბება და საქართველოს კულტურული, სპორტული და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/05/267153593_0:0:1424:1068_1920x0_80_0_0_81136a40a71825748d8d5eab4bba646b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი
ლეგენდების მატჩი - ცნობილია „ინტერისა" და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავების შეხვედრის დრო
მატჩის ბილეთები ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით უკვე იყიდება.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელები მილანის „ინტერის" ვარსკვლავების წინააღმდეგ 7 მარტს ბათუმში „აჭარაბეთის" სტადიონზე ახალი პროექტი „ლეგენდების სერიის" (Legend Series) ფარგლებში ითამაშებენ.
ბილეთები უკვე იყიდება tkt.ge-ს ვებ-გვერდზე.
„ინტერის" ლეგენდების გუნდის ღირსებას დაიცავენ „ოქროს ბურთის" მფლობელი ლუიშ ფიგუ, კლუბის ყოფილი კაპიტანი ხავიერ ძანეტი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი.
მასპინძლების გუნდში ითამაშებენ: საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, ყოფილი კაპიტანი და ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი კახა კალაძე, ყოფილი კაპიტანი და ერთ-ერთი რეკორდსმენი ლევან კობიაშვილი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე, ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია.
The Legend Series არის დამოუკიდებელი პროექტი, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი ითვალისწინებს უახლოეს სამ წელიწადში ლეგენდარული ფეხბურთელების საქართველოში ჩამოსვლას.
სერიის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, ფანატთა კლუბის ჩამოყალიბება და საქართველოს კულტურული, სპორტული და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება.