დეპუტატი: ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა იმისთვის, რომ ყველა და ყველაფერი შეამოწმოს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2024
გამოწერა
მექრთამეობის მაჩვენებლებით საქართველო მსოფლიოში მე-13, ევროპაში მეცხრე ადგილზეა
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო იმისთვის შეიქმნა, რომ ყველა და ყველაფერი შეამოწმოს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა.
საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო, დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო 2024 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურისა და მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს. სიაში 300-მდე ჩინოვნიკია.
„ჩვენ ანტიკორუფციული ბიურო იმისთვის შევქმენით, რომ შევამოწმოთ ყველა და ყველაფერი, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და ქონებრივი მდგომარეობისა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ცაგარეიშვილმა.
ცაგარეიშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ შემოწმებიდან სკანდალის აგორება სურთ, რათა გადაფარონ მსოფლიო ბანკის კვლევაში საქართველოს კარგი შედეგი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში კომპანიების მხოლოდ 1%-ს შეექმნა მექრთამეობასთან დაკავშირებული პრობლემა. მექრთამეობის მაჩვენებლებით საქართველო მსოფლიოში მე-13, ევროპაში მეცხრე ადგილზეა.
„საწყალ ოპოზიციას მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების დამალვა სურდა და ამისთვის წამოწია თემა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკორუფციული ბიურო ატარებს სახელმწიფო ჩინოვნიკების სკანდალურ შემოწმებას. აღნიშნული შემოწმების შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა და მის შესახებ ყველამ ძალიან კარგად იცოდა“, - განაცხადა დეპუტატმა.
ისტორიული შედეგი - მინისტრის მოადგილე საქართველოში მექრთამეობის მაჩვენებელზე>>>
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს სიტუაცია ისე წარმოაჩინოს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება იმდენად კორუმპირებულია, რომ მათ ამოწმებენ.
„ეს კამპანია არის შავი პიარის და ფულით ნაყიდი ბინძური ლობირების შედეგი“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში.
ანტიკორუფციული ბიურო პრემიერის და სხვა მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციებით დაინტერესდა>>>
საწარმოთა კვლევა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. კვლევის მიზანია ბიზნეს გარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2023 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხა 592 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.
ახალი უწყება - ანტიკორუფციული ბიურო საქართველოში 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამუშავდა. მის ფუნქციებში შედის პარტიებისა და ჩინოვნიკების ფინანსების კონტროლი.
ბიურო ასევე კოორდინაციას უწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. უწყებას რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს
ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
ყველა ახალი ამბავი
0