ბათუმში ხანძრის შედეგად ერთი პირი დაშავდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2024
გამოწერა
თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. ბათუმში მომხდარი ხანძრის შედეგად ერთი პირი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე დღეს მოხდა. ცეცხლი ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა.
დაშავებული ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურია მობილიზებული.
ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა დაკვამლიანება ამ დრომდე შეინიშნება.
წყარო - „მთავარი არხი“
ყველა ახალი ამბავი
0