კვარაცხელია ფიფას ვერსიით 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში მოხვდა

© SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2024
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენმა პრესტიჟული რეიტინგის მეათე პოზიცია დაიკავა
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიის „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის - The Best FIFA Football Awards 2023 ნომინანტებს შორის მოხვდა და მეათე ადგილი დაიკავა.
რამდენიმე დღის წინ ლონდონში ფიფას ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მაიამის „ინტერის“ ფორვარდი ლიონელ მესი 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მესამედ მოიპოვა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ფრანგ თავდამსხმელ კილიან მბაპეს და ნორვეგიელ ერლინგ ჰოლანდს გაუსწრო.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან საბოლოო ჯამში შვიდი ქულა დააგროვა.
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ფიფას ჯილდო საუკეთესო მწვრთნელისთვის მიიღო. ქალებს შორის კი საუკეთესო იყო „ბარსელონას“ ნახევარმცველი აიტანა ბონმატი.
ყველა ახალი ამბავი
0