ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში ითამაშებენ

© SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2024
გამოწერა
„ნაპოლიმ" იტალიის სუპერთასი ბოლოს 2014 წელს მოიგო.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში გამართულ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა, იუწყება „პირველი არხი".
„ნაპოლი“ 22-ე წუთზე დაწინაურდა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეტევა ჟუან ჟესუსს გაუგრძელა, რომელმაც შორეული გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე ჯოვანი სიმეონე დატოვა, მან კი მახვილი კუთხიდან გაიტანა.
„ფიორენტინამ“ ექვს წუთში ნეაპოლელებს გაუტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა და ლუკას ბელტრანის გოლი არ ჩაითვალა. 44-ე წუთზე კი „ფიორენტინამ“ პენალტი მოიპოვა, რომელიც ნანიტამო იკონემ შეასრულა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.
მეორე ტაიმი დაბალ ტემპში მიმდინარეობდა. „ნაპოლის“ მწვრთნელმა 72-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალა. თამაში მხოლოდ ბოლო წუთებზე გამოცოცხლდა. მატჩის გმირი კი შეცვლაზე შესული ალესიო ძერბინი გახდა, რომელმაც 84-ე და 87-ე წუთებზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერისა“ და „ლაციოს“ წყვილში გამარჯვებულს 22 იანვარს შეხვდება.
„ნაპოლიმ" იტალიის სუპერთასი ბოლოს 2014 წელს მოიგო. მაშინ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში ნეაპოლური გუნდი „იუვენტუსზე" ძლიერი აღმოჩნდა.
ყველა ახალი ამბავი
0