„შეხვედრის ადგილი: მთები" - თბილისში მულტიმედიური გამოფენა ტარდება

© Courtesy of Tbilisi Photography & Multimedia Museum გამოფება „შეხვედრის ადგილი: მთები"
 გამოფება „შეხვედრის ადგილი: მთები - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2024
გამოწერა
პროექტი ევროპული პლატფორმის Magic Carpets და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით ხორციელდება.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. სასტუმრო „სტამბაში" თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში მულტიმედიური გამოფენა „შეხვედრის ადგილი: მთები“ იმართება, რომელიც 10 თებერვლამდე გაგრძელდება.
„შეხვედრის ადგილი: მთები” მთიან აჭარაში გამართული იგივე სახელწოდების სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამის შემაჯამებელი გამოფენაა, რომელიც აერთიანებს ცხრა ქართველი ფოტოგრაფის და ლიტველი მხატვრის, მკვლევარის და ანთროპოლოგის, დევის კენეპეს შემოქმედებას.
მთიან აჭარაში სახელოვნებო რეზიდენციები თბილისის ფოტო ფესტივალის მიერ ინიცირებული პროგრამაა, რომელიც 2023 წელს გაიმართა.
პროექტი ევროპული პლატფორმის Magic Carpets და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0