https://sputnik-georgia.com/20240118/qutaisis-aeroportshi-axali-avtosadgomi-moewyo-285717891.html
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს თანამედროვე ავტოსადომი აქვს, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. 18.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-18T11:57+0400
2024-01-18T11:57+0400
2024-01-18T11:57+0400
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24148/67/241486714_0:26:2000:1151_1920x0_80_0_0_54ab281f2c5e413a6904b555021e49dd.jpg
თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ქუთაისის აეროპორტის ავტოსადგომის გაფართოებისთვის 3,9 მლნ ლარი გამოიყო. ყველა ხარჯი აეროპორტების გაერთიანებამ საკუთარი შემოსავლებიდან დაფარა. 20 ათასი კვ.მ. ფართობის პარკირების მოწყობისთვის შესაბამისი ხელშეკრულება გაერთიანებამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯიარჯისთან“ გააფორმა.უწყების ცნობით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით 500 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი და წყალარინების სისტემა მოეწყო და არსებული 200 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი 700-მდე გაიზარდა.კერძოდ, ჯამში დაიგო 20 ათასი კვადრატული მეტრი ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები და საპარკინგე სისტემა. ასევე შეიცვალა სანიაღვრე კანალიზაცია და მოეწყო დეკორატიული ღობე. თვის ბოლომდე სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა.რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები 2023 წელს>>>უწყების ცნობით, აეროპორტში წელს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის, ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია, ასევე დაიწყება ახალი 3, 5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა.ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა. ის სიდიდით საქართველოში მეორე აეროპორტია, მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით, 14 კმ-ში, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ახორციელებენ.ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24148/67/241486714_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_81a1673814e364b0e92284c0d4bae802.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო
უწყების ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს თანამედროვე ავტოსადომი აქვს, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.
თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქუთაისის აეროპორტის ავტოსადგომის გაფართოებისთვის 3,9 მლნ ლარი გამოიყო. ყველა ხარჯი აეროპორტების გაერთიანებამ საკუთარი შემოსავლებიდან დაფარა. 20 ათასი კვ.მ. ფართობის პარკირების მოწყობისთვის შესაბამისი ხელშეკრულება გაერთიანებამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯიარჯისთან“ გააფორმა.
უწყების ცნობით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით 500 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი და წყალარინების სისტემა მოეწყო და არსებული 200 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი 700-მდე გაიზარდა.
კერძოდ, ჯამში დაიგო 20 ათასი კვადრატული მეტრი ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები და საპარკინგე სისტემა. ასევე შეიცვალა სანიაღვრე კანალიზაცია და მოეწყო დეკორატიული ღობე. თვის ბოლომდე სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა.
უწყების ცნობით, აეროპორტში წელს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის, ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია, ასევე დაიწყება ახალი 3, 5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა. ის სიდიდით საქართველოში მეორე აეროპორტია, მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით, 14 კმ-ში, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ახორციელებენ.
ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.