მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის ახალი შეტევა ჰუსიტებზე: განადგურებულია ბალისტიკური რაკეტები

  - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2024
გამოწერა
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ამერიკელმა სამხედროებმა სამშაბათს ახალი ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს იემენის იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ჰუსიტები აკონტროლებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბოევიკების მიერ გასროლილი რაკეტა წითელ ზღვაში ბერძნულ სატვირთო გემს მოხვდა.
თეთრი სახლის განცხადებით, სამშაბათის შეტევების შედეგად განადგურებულია ოთხი ბალისტიკური ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, რომლებლსაც ჰუსიტების გასაშვებად ამზადებდნენ.
„ჩვენ არ ვისწრაფვით [დარტყმების] გაფართოებისკენ. ჰუსიტებს აქვთ არჩევანი და ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ გააკეთონ სწორი არჩევანი. კერძოდ, შეწყვიტონ ეს უგუნური თავდასხმები“, — აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ.
ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში მცურავ ხომალდებზე ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა. როგორც ჰუსიტი მეამბოხეები აცხადებენ, ისინი პალესტინელების მიმართ სოლიდარობის ნიშნად მოქმედებენ. ამასთან ისინი ამერიკულ გემებზე შეტევების გაძლიერებით იმუქრებიან იმ თავდასხმებზე პასუხად, რომლებიც აშშ-მა და ბრიტანეთმა განახორციელეს იემენში მდებარე მათ ობიექტებზე.
ყველა ახალი ამბავი
0