თბილისში დაკარგული მამაკაცი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2024
გამოწერა
თუ სად იმყოფებოდა მამაკაცი, ჯერჯერობით, ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისში, დიღმის მასივში გუშინ დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი დათი გავაშელი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
თავიდან გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარ ძაღლთან ერთად 15 იანვარს დაიკარგა, თუმცა, ძაღლი გუშინ ღამით იპოვეს.
გავაშელის ახლობლები და მეგობრები მამაკაცის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულ პირებს მადლობას უხდიან. თუ სად იმყოფებოდა მამაკაცი, ჯერჯერობით, ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ყველა ახალი ამბავი
0