მიშუსტინი: რუსეთმა გარე რისკები გაანეიტრალა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2024
გამოწერა
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. რუსეთმა გარე რისკების განეიტრალება და ეკონომიკის მდგრადი ზრდა შეძლო, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ფორუმზე „რუსეთის ეკონომიკის დღეები“.
მისი თქმით, დადებითი ცვლილებები ქვეყნის ყველა დარგში შეინიშნება.
„პოზიტიური ცვლილებები შესამჩნევია ყველა დარგში. ჩვენ მოვახერხეთ გარე რისკების განეიტრალება და ეკონომიკა მდგრადი ზრდის ტრაექტორიაზე დავაყენეთ", — თქვა მიშუსტინმა ფორუმის პლენარულ სხდომაზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინასწარი შეფასებით, გასული წლის 11 თვეში ქვეყნის მშპ 3,3%-ით, ხოლო გადამამუშავებელი მრეწველობა 7,5%-ით გაიზარდა.
მიშუსტინს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი პრეზიდენტის დავალებების შესრულებისა და მთავრობის მუშაობის შედეგია, მათ შორის ეროვნული მიზნების მიღწევის, სტრატეგიული ინიციატივებისა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კუთხით.
ყველა ახალი ამბავი
0