ყველაზე მეტად რომელი პროდუქტი გაიაფდა საქართველოში?

© photo: Sputnik / Stringerსუპერმარკეტი
სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2024
გამოწერა
გასულ წელს ყველაზემეტად ხილი გაძვირდა
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. 2023 წელი საქართველოში ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით დასრულდა - სურსათზე ფასები უმნიშვნელოდ გაიზარდა, ზოგიერთი პროდუქტი კი გაიაფდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ეროვნულმა ბანკმა დაბალი ინფლაცია როგორც საგარეო, ისე შიდა ბაზარზე ფასების კლების ტენდენციით ახსნა. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის დეკემბერი-2022 წლის დეკემბრამდე) 0,4% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.
წლის მანძილზე ყველაზე მეტად გაიაფდა წიწიბურა (-42,1%), კარტოფილი (-34,5%) და მზესუმზირის ზეთი (-29,4%). ფასები ასევე ფასები შემცირდა მწვანე ლობიოზე (-11%), მარგარინზე (-16,9%), ბრინჯზე (-10,4%), ხორბლის პურზე (-8,35%), გაყინული ქათმის ხორცზე (-8,31%).
გასულ წელს ყველაზე მეტად გაძვირდა ხილი. მაგალითად ატმის ფასმა მოიმატა 42,7%-ით, ქლიავის - 34,7%-ით, ყურძნის - 35,1%-ით და მსხლის - 26,6%-ით.
საქსტატის" მონაცემებით, ასევე გაძვირდა საქონლის ხორცი (+13,9%), ბადრიჯანი (+19%), ქარხნული რძე (+5%) და კვერცხი (+2.9%) - ძეხვეული საშუალოდ 2,5%-ით გაძვირდა.
ყველა ახალი ამბავი
0