უამინდობის გამო თბილისის აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ შეასრულა

© photo: Sputnikთბილისის აეროპორტი. სამგზავრო თვითმფრინავი
თბილისის აეროპორტი. სამგზავრო თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2024
გამოწერა
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ცუდი ამინდის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ფრენები ვერ შესრულდა სტამბულის, მიუნხენის, რიგის, დუბაისა და ბაქოს მიმართულებით.
გარდა ამისა, გაუქმდა რეისები სტამბულიდან თბილისის მიმართულებით. რეისები უნდა შეესრულებინა ავიაკომპანიებს Pegasus–სა და Turkish Airlines–ს.
გარდა ამისა, გუშინ მოსკოვი-თბილისის რეისი, რომელსაც ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ახორციელებდა, ნისლის გამო თითქმის ოთხი საათის დაგვიანებით დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ასევე ავიაკომპანია Air Dilijans-ის თვითმფრინავი, რომელიც ერევანი-თბილისის რეისს ასრულებდა, ერევანში დაბრუნდა.
გარდა ამისა, უკან დაბრუნება მოუწიათ ასევე AZAL-ისა და Qeshm Air-ის თვითმფრინავებს, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში ბაქოდან და თეირანიდან მიფრინავდნენ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 12 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თოვლი, ქარი, დაბალი ტემპერატურა. ამინდის გამოსვლას სინოპტიკოსები 16 იანვრიდან ელოდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0