ნებისმიერ ფორმატში: გახარია ივანიშვილს დებატებში იწვევს

  - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2024
გამოწერა
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ასევე ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს, იუწყება „მთავარი არხი“.
გახარიას თქმით, ის მზადაა, ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს ივანიშვილს.
„ჩემი მხრიდან, თუ მისი სურვილი იქნება, ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის: სამართლებრივად? - მისსავე სასამართლოში; პოლიტიკურად? - მისსავე მედია საშუალებების პლატფორმაზე; ქართულად? - ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი დამსწრის პირობებში. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი სამართლებრივადაც 100%-ით მართალი ვარ, პოლიტიკურადაც 100%-ით მართალი ვარ და, რაც მთავარია, ადამიანურად ვარ მართალი და ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის“, _ აცხადებს გახარია.
ექსპრემიერმა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზეც გააკეთა კომენტარი და ხაზი გაუსვა, რომ მისი „ეს გამონათებაც და გამოსვლაც სააშკარაოზე იძულებითი ნაბიჯია“, თუმცა ეს „საბოლოო ჯამში კარგია, რადგან ბევრი რამ აღიარა“.
„აღიარა, რომ მაგალითად ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან თავად იყო. <...> აღიარა, რომ ეს პატარა მშიშარა ბიჭები არაფრის მაქნისები არ არიან და, რა თქმა უნდა, მათ იმედზე ვერც თვითონ დარჩება და, იმედი მაქვს, ხვდება, რომ ვერც ქვეყანას დატოვებს. რაც მთავარია, აღიარა კორუფცია“, — აღნიშნა გახარიამ.
მანამდე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. როგორც მან განაცხადა, „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, რომ დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“, და რომ კორუფციის რისკები იზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0