საქართველოში სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრება სურთ

© photo: Sputnik / StringerКафедральный собор Святой Троицы Самеба
Кафедральный собор Святой Троицы Самеба - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2024
გამოწერა
საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც უცნობმა პირებმა წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას რელიგიური ნაგებობებისა და რელიგიური ატრიბუტიკის შეურაცხყოფისთვის, განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სამშაბათს, 9 იანვარს უცნობმა პირებმა წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს. ამასთან საღებავით მხოლოდ ხატის ცენტრალური ადგილი დაზიანდა, სტალინის გამოსახულება კი მარცხენა მხარესაა. ამჟამად მსგავსი შეურაცხყოფისთვის საქართველოში სასჯელი არ არსებობს.
„ჩვენი გუნდი უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის! ეს შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს - მეჩეთს, სინაგოგას, კათოლიკურ თუ სხვა ტაძრებს)“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, დეპუტატებიაღნიშნულ საკითხზე უკვე სწავლობენ საერთაშორისო და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებს.
„პირველადი მოკვლევით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლისსამართლებრივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს (მაგალითად, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია და ა.შ.)“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი
საზოგადოებაში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა.
როგორც აღმოჩნდა, წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს.ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
ინფორმაციამ ფართო რეზონანსი გამოიწვია არა მხოლოდ სოციალურ ქსელში, არამედ ოპოზიციურ მასმედიაშიც. თუმცა, ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე საპატრიარქოს მხრიდან ჯერჯერობით არ ყოფილა. მაგრამ ეს საკითხი განმარტა მხოლოდ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. როგორც მან აღნიშნა, საკითხი შობის დღესასწაულზე შემთხვევით არ წამოწიეს და ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დღესასწაულის გადაფარვა უნდათ სკანდალით.
ყველა ახალი ამბავი
0