პოლიციამ ბათუმში ცოლის მკვლელი დააკავა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2024
გამოწერა
თბილისი, 3 იანვარი—Sputnik. პოლიციამ ბათუმში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე მისი 44 წლის მეუღლე დააკავა, რომელიც წარსულში ნასამართლევია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტრის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა რომ მამაკაცმა 36 წლის მეუღლე ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0