წელს საქართველოს 350 ათასზე მეტი უცხოელი ჟურნალისტი ეწვია

© photo: Sputnik / Stringerტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2023
გამოწერა
მიმდინარე წელს საქართველოში ჩატარდა 67 საინფორმაციო და 13 გაცნობითი ხასიათის ტური.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრრაციამ 2023 წელს 350 ათასზე მეტ უცხოელ ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტუროპერატორს უმასპინძლა, ნათქვამია უწყების პრეს–სამსახურის განცხადებაში.
სტატიები, ბლოგი–სიუჟეტები, ვიდეორგოლები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მოამზადეს ისეთმა ცნობილმა გამოცემებმა, როგორიც არიან The Guardian, Forbes, The Financial Times, Elle, The Times, Marie-Claire, National Geographic, Saveur, Vogue, The Sunday Times, The Huffington Post, Sueddeutsche Zeitung და სხვ.
საქართველოზე მომზადებული მასალების გაცნობა მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველმა და მაყურებელმა შეძლო.
საქართველო საქმიანი ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს ფორუმს უმასპინძლებს>>
მიმდინარე წელს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მეშვეობით, საქართველოში ჩატარდა 67 საინფორმაციო და 13 გაცნობითი ხასიათის ტური.
ქართველი ტუროპერატორები უცხოელ კოლეგებს თანამშრომლობის გაგრძელებისა და ერთობლივი ტურების შექმნის მიზნით შეხვდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0