https://sputnik-georgia.com/20231229/kaxetsi-stiqiis-sedegebs-ebrzvian-285324399.html
კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
Sputnik საქართველო
კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ხელისუფლება შეეცდება, სასწრაფოდ აღმოფხვრას უამინდობის შედეგები. 29.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-29T13:47+0400
2023-12-29T13:47+0400
2023-12-29T13:47+0400
შემთხვევები საქართველოში
კახეთი
ახალი ამბები
ამინდი საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265579745_0:160:1280:880_1920x0_80_0_0_7589b9ff2f2dc9f651a4589f66cb042d.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, იუწყება „პირველი არხი“.გუშინ კახეთში ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა, დააზიანა ავტომობილები, წააქცია ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიას ადამიანიც ემსხვერპლა – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში ძლიერი ქარმა ცენტრალურ გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა, რომელიც 79 წლის მამაკაცს დაეცა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.კახეთის დაზარალებულ რაიონებში სამუშაოები დილიდან განახლდა. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის გაწმენდის სამუშაოები, ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა – 50 ათასი აბონენტიდან, რომლებსაც უამინდობის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ, 40 ათასზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება.კახეთის გუბერნატორის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ სასწრაფოდ დაეხმარონ მოსახლეობას.მისი თქმით, ზარალის მასშტაბის განსაზღვრის შემდეგ გადაწყდება თანხების მობილიზების საკითხი.კახეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა>>სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები. შექმნილია კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას ითვლის.გუშინდელმა ქარიშხალმა პრობლემები დედაქალაქშიც შექმნა – ქარმა წააქცია ხეები, დააზიანა სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები. წაქცეული ხეები რამდენიმე ავტომობილს დაეცა და დააზიანა. ძლიერმა ქარმა სახურავები ახადა კერძო სახლებსაც.
კახეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265579745_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_efbf5f1e14d2b6dc1b25b81b2c6601f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, კახეთი , ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, კახეთი , ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, საქართველო
კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ხელისუფლება შეეცდება, სასწრაფოდ აღმოფხვრას უამინდობის შედეგები.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, იუწყება „პირველი არხი“.
გუშინ კახეთში ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა, დააზიანა ავტომობილები, წააქცია ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიას ადამიანიც ემსხვერპლა – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში ძლიერი ქარმა ცენტრალურ გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა, რომელიც 79 წლის მამაკაცს დაეცა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
კახეთის დაზარალებულ რაიონებში სამუშაოები დილიდან განახლდა. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის გაწმენდის სამუშაოები, ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა – 50 ათასი აბონენტიდან, რომლებსაც უამინდობის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ, 40 ათასზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება.
კახეთის გუბერნატორის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ სასწრაფოდ დაეხმარონ მოსახლეობას.
„ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, ღია ცის ქვეშ ახალს წელს არცერთი მოსახლე არ შეხვდეს. მიმდინარეობს ისეთი სახლების დადგენა და დათვლა, რომლებსაც ქარმა მთლიანად გადახადა სახურავი, და დროულად მოხდეს დახმარება“, – განაცხადა ალადაშვილმა.
მისი თქმით, ზარალის მასშტაბის განსაზღვრის შემდეგ გადაწყდება თანხების მობილიზების საკითხი.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები. შექმნილია კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას ითვლის.
გუშინდელმა ქარიშხალმა პრობლემები დედაქალაქშიც შექმნა – ქარმა წააქცია ხეები, დააზიანა სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები. წაქცეული ხეები რამდენიმე ავტომობილს დაეცა და დააზიანა. ძლიერმა ქარმა სახურავები ახადა კერძო სახლებსაც.