ორეშკინი: რუსეთი ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა გახდა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2023
გამოწერა
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. რუსეთი ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა გახდა და უკვე ეწევა იაპონიას მსოფლიოში მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე მაქსიმ ორეშკინმა ჟურნალ Expert-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, „ეგრეთ წოდებული გლობალური ჩრდილოეთის ეკონომიკები — აშშ, იაპონია, ევროკავშირი — ნელ-ნელა კარგავენ თავიანთ როლსა და მნიშვნელობას“.
„წამყვანი ეკონომიკა გახდა ჩინეთი, რუსეთი კი ევროპაში ყველაზე დიდ ეკონომიკად იქცა, რომლის სუნთქვასაც უკვე გრძნობს იაპონია მეოთხეადგილისთვის რბოლაში. ძალიან სერიოზულად გაიზარდა აზიის ეკონომიკების რეიტინგი. ინდოეთმა მესამე ადგილი დაიკავა, ინდონეზია ავიდა მეშვიდეზე და მალე გერმანიის პოზიციას შეუტევს, რომელიც მეექვსე ადგილზეა“, —განაცხადა ორეშკინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, გლობალური ჩრდილოეთის ეკონომიკების არამდგრადობას ჯოზეფ ბორელის გამოსვლა ადასტურებს ევროპის ელჩების კონფერენციაზე, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკური კეთილდღეობის როლსა და ფაქტორებს შეეხებოდა.
„მან პირდაპირ თქვა, რომ მთელიკეთილდღეობა ორწინაპირობას — რუსულ ენერგორესურსებზე კომფორტული ხელმისაწვდომობასა და ჩინეთის იაფიწარმოების გამოყენებას ეფუძნებოდა. პლუს ევროპულიკომპანიების მიერრუსეთისადაჩინეთის ბაზრებისგამოყენებას, რომლებიცგაყიდვების მოცულობას უზრუნველყოფდნენ“, — განაცხადა ორეშკინმა.
მისი განმარტებით, ყველა ამელემენტის ეტაპობრივად დაკარგვა ევროპის ეკონომიკის გრძელვადიან სტაგნაციას იწვევს.
მანამდე, 2023 წლის აგვისტოში, მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმად, 2022 წლის ბოლოს რუსეთი მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკათა ხუთეულში შევიდა და მსყიდველობითი უნარის პარიტეტისა და ეკონომიკური მოცულობის მიხედვით გერმანიას გაუსწრო.
ყველა ახალი ამბავი
0