გახარიას პარტია ხელისუფლებას სააკაშვილის ციხეში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

© AP Photo / Irakli Gedenidzeმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ გადაიყვანონ მსჯავრდებული ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში თუნდაც საახალწლო დღესასწაულის შემდეგ, განაცხადა დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა.
დაპატიმრებიდან, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი დრო ის კლინიკებში იყო: ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან – კლინიკა „ვივამედში“. სააკაშვილს კახექსიაზე მკურნალობენ, რომელიც არასაკმარისმა კვებამ გამოიწვია.
„მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად... აცადოს სასამართლოს მართლმსაჯულების აღსრულება; შეწყვიტოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემატური დარღვევა და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - ახალი წლების შემდეგ მაინც“, – განაცხადა დაუშვილმა.
დეპუტატის თქმით, უცხოეთის მოქალაქე ციხის პალატიდან სრულფასოვნად მონაწილეობს და ერევა შიდაპოლიტიკურ საქმეებში, რაც კანონით არის აკრძალული.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს კამპანიური ხასიათის მოვლენაა, რომლის მიზანია, 2024 წლის არჩევნებისთვის ერთი მხრივ, დაშლილი „ნაცმოძრაობის" გადარჩენა და მეორე მხრივ, სააკაშვილით და მისი „ნაცმოძრაობით" საქართველოს მოქალაქეების მორიგი დაშინება“, – განაცხადა დაუშვილმა.
სააკაშვილი ოპოზიციას სასარგებლო იდიოტის როლის თამაშს სთავაზობს – ოპოზიციონერი>>
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გუშინდელი სსამართლო პროცესის დროს საკაშვილს პასუხები უნდა გაეცა 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის საქმეზე, თუ რატომ შევარდა სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში, ამის ნაცვლად კი ის პირდაპირ ეთერში პარტიულ სხდომას მართავდა.
„სასამართლო სხდომაზე პალატიდან, პირდაპირ ეთერში ატარებდა პარტიულ თათბირს, გასცემდა დავალებებს, ალაგებდა „ნაციონალური მოძრაობის" ხელახალი გაერთიანების გეგმას, უკრაინულ ენაზე აკეთებდა განცხადებებს, ანუ ლაპარაკობდა გარემოებებზე, რომელიც არანაირ კავშირში არ არის განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან“, – განაცხადა დაუშვილმა.
დეპუტატის თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დაინტერესებულია, რომ დაეხმაროს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გადარჩენაში და, მისი თქმით, პარტიის ხელახლა გაერთიანების „სპეცოპერაცია“ მიმდინარეობს.
სააკაშვილმა ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკის შექმნა შესთავაზა. მისი თქმით, კომიტეტში 20–25 ადამიანი უნდა იყოს, მათ შორის, მის მიერ შექმნილი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა. ამ წინადადებით ის თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების საქმეზე პროცესის მსვლელობისას ონლაინ–ჩართვის დროს გამოვიდა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
იდეა, რომელსაც ხორცშესხმა არ უწერია – დეპუტატმა სააკაშვილის ახალი ინიციატივა შეაფასა>>
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ერთიანობის მანიფესტი: სააკაშვილის გეგმა ჩავარდა>>
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს მთლიანად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ყველა ახალი ამბავი
0