ახალი წესები პარტიებისთვის – არანაირი შემოწირულობა კომპანიებისგან

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2023
გამოწერა
აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების დაფინანსებას.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო შესწორებები კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომლებიც საქართველოში პარტიების დაფინანსების ახალი წესების შემოღებას ითვალისწინებს.
შესწორებები დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას წარმოადგენს.
პროექტის მთავარი სიახლეა იურიდიული პირების მიერ პარტიებისთვის შემოწირულობების აკრძალვა. აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების დაფინანსებას.
ფიზიკური პირებისგან შემოწირულობების მაქსიმალური ოდენობა და საწევრო გადასახადი უცვლელი დარჩება - 60 ათასი ლარი თითოეულ პირზე და 1,2 ათასი ლარი პარტიის თითოეულ წევრზე.
რატომ აეკრძალება იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება - ირაკლი კობახიძის განმარტება>>
თავად შემოწირულობად ჩაითვლება მატერიალური ან არამატერიალური სიკეთე (სესხების ჩათვლით) და მომსახურება (გარდა ნებაყოფლობითის), რომელიც გადაეცემა ფიზიკური პირების მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით.
გარდა ამისა, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,05%-დან 0,04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.
როგორც აქამდე იყო, ანტიკორუფციული ბიურო დაადგენს, რა ჩაითვლება პარტიის ხარჯებში.
კანონი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს და გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეს ვებ–გვერდზე.
ყველა ახალი ამბავი
0